📢 მნიშვნელოვანი ინფორმაცია ნამუს მომხმარებლებისთვის
1 სექტემბრამდე ნამუს ონლაინ მაღაზია დროებით დაკეტილია 🌿
მაგრამ თქვენი საყვარელი ნამუს თხილეულის კარაქებისა და კომბუჩების შეძენა შეგიძლიათ ფიზიკურად:
📍 ბეღელი — ბარნოვის 81
📍 აგრო სახლი — ფალიაშვილის 11ა
📍 ციტრუსი — წყნეთის გზატკეცილი 39
თუ ნამუს კარაქები ან ცივი კომბუჩა მოგენატრათ — იცით, სად გვიპოვოთ. 🤎
ონლაინ მაღაზია 1 სექტემბრიდან ისევ გელოდებათ! ✨
ბოლო რამდენიმე კვირა განსაკუთრებულად შთამაგონებელი იყო. 💙
მე და თეიკო ბოკუჩავამ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისთვის მენეჯმენტის ტრენინგების ციკლი ჩავატარეთ. თითოეული შეხვედრა იყო არა მხოლოდ ცოდნის გაზიარება, არამედ საკუთარი რესურსების აღმოჩენის პროცესი.
ვისაუბრეთ ლიდერობაზე, ემოციურ ინტელექტზე, სტრესის მართვაზე, დროის მართვაზე, დელეგირებაზე, შესრულების მართვაზე, ტალანტების განვითარებასა და სხვა მნიშვნელოვან მენეჯერულ უნარებზე. ტრენინგებში აქტიურად გამოვიყენეთ არტთერაპიის ტექნიკები.
ყველაზე დიდი ჯილდო ის მომენტებია, როცა ხედავ, როგორ იბადება ახალი იდეები, იზრდება ნდობა და ადამიანები შეხვედრიდან უფრო მოტივირებულები და თავდაჯერებულები გადიან.
მადლობა ცენტრის ხელმძღვანელს, ირაკლი ფურცელაძეს, ნდობისა და საინტერესო თანამშრომლობისთვის. 🤍
თუ თქვენს ორგანიზაციაშიც გსურთ თანამედროვე, პრაქტიკული და ინტერაქტიული მენეჯმენტის ტრენინგების ან თიმბილდინგის ორგანიზება, მომწერეთ. სიამოვნებით შევქმნით პროგრამას, რომელიც სწორედ თქვენი გუნდის საჭიროებებს მოერგება.
#NCDC #ტრენინგები #არტთერაპია #გუნდურობა
დღის პირველები საათები ეკუთვნის საკუთარ თავს.
წყნეთის დილა ჩემი პატარა რიტუალია — დრო, როცა ჯერ კიდევ ყველას სძინავს და მე საკუთარ ენერგიაზე ვზრუნავ.
✨ ვარჯიში
🧘♀️ მედიტაცია
🔥 საუნა❄️🔥 ცივი-ცხელი კონტრასტი
💧 ჰიდრატაცია აქტივირებული ნახშირით გაფილტრული წყლით.
🌿 სახის კანის დატენიანება ბალიდან ჩამოტანილი ალოე ვერათი.
ეს მხოლოდ ჩვევების ჩამონათვალი არ არის. ეს არის შეხსენება, რომ საკუთარ თავზე ზრუნვა ფუფუნება კი არა, აუცილებლობაა.
სანამ დღე დაიწყება, სანამ შეტყობინებებს ვნახავ და საქმეს შევუდგები — ეს არის my time.
როცა დილას საკუთარ თავს უთმობ, მთელი დღე სხვანაირად მიედინება.
თქვენი დილის ერთი რიტუალი რომელია, რომლის გარეშეც დღე ვერ წარმოგიდგენიათ? 🌿
#დილა #დილისრუტინა #ველნესი
თითქმის 30 წელია, ესპანეთი ჩემი მეორე სახლია. მიყვარს ენა, პომიდვრიანი პური, ყავა ყინულით, ლორკას ლექსები. წელიწადში რამდენჯერმე ჩავდივარ იქ — და დღესაც, სწორედ იქიდან დავბრუნდი.
ბოლო წლებში კი ზამთრებს არგენტინასა და ურუგვაიში ვატარებ. იქ შემიყვარდა მატე, დავიწყე ხორცის ჭამა 15-წლიანი ვეგანობის შემდეგ, შემიყვარდა ბუენოს-აირესი.
ფეხბურთი არასდროს მიყვარდა. 1998 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის დღეს ჩემი ძმა თამაშს ფილარმონიის დიდ ეკრანზე უყურებდა და სახლში დაბრუნებისას ავარიაში დაიღუპა. მას შემდეგ ფინალები ჩემთვის სიხარულზე მეტად ტკივილთანაა დაკავშირებული.
დღესაც უცნაური ემოციები მაქვს - ორივე ქვეყანა მიყვარს. და მინდა ორივემ მოიგოს 🤍 ⚽️
#mundial #españa #argentina
არტთერაპია - ბარსელონაში არტთერაპიის დახელოვნების კურსს დავესწარი. მჯერა, რომ არტთერაპიის ინსტრუმენტები ჩემს ტრენინგებსა და ინდივიდუალურ სესიებს ახალ სიღრმესა და შესაძლებლობებს შემატებს. ზოგჯერ სიტყვები საკმარისი არ არის — შემოქმედებითი პროცესი კი გვეხმარება უკეთ დავინახოთ საკუთარი ემოციები, რესურსები და შინაგანი პასუხები.
მიხარია, რომ ჩემს პრაქტიკას კიდევ ერთი ეფექტური და შემოქმედებითი მიდგომა დაემატა. 💛
#არტთერაპია #პიროვნულიგანვითარება #ტრენინგი #ქოუჩინგი #ფსიქოლოგია #თვითშემეცნება #ბარსელონა
📢 მნიშვნელოვანი ინფორმაცია ნამუს მომხმარებლებისთვის
1 სექტემბრამდე ნამუს ონლაინ მაღაზია დროებით დაკეტილია 🌿
მაგრამ თქვენი საყვარელი ნამუს თხილეულის კარაქებისა და კომბუჩების შეძენა შეგიძლიათ ფიზიკურად:
📍 ბეღელი — ბარნოვის 81
📍 აგრო სახლი — ფალიაშვილის 11ა
📍 ციტრუსი — წყნეთის გზატკეცილი 39
თუ ნამუს კარაქები ან ცივი კომბუჩა მოგენატრათ — იცით, სად გვიპოვოთ. 🤎
ონლაინ მაღაზია 1 სექტემბრიდან ისევ გელოდებათ! ✨