დეტოქსი და ფრენის სინდრომი

დეტოქსი და ფრენის სინდრომი

დღეს მოგზაურობა ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა. რა ხდება როდესაც 10,000 მეტრ სიმაღლეზე ვართ ცაში აჭრილები? იქ ჰაერი მეტად გამომშრალია, ვართ კოსმოსული რადიაციის სივრცეში და ამასთანავე ვსუნთქავთ თვითმფრინავში ნაგროვებ ჰაერს.

სისხლის მიმოქცევის სისტემა ორგანიზმში უჯრედს აწვდის ნუტრიენტებს და ჟანგბადს. მათი გადამუშავების შემდეგ წარმოიქმნება ნარჩენი ზედმეტი წყალი, ტოქსინები, მძიმე მეტალები, რომელსაც ლიმფური სისტემა გამოდევნის. ორგანიზმმა რომ შეძლოს გაწმენდა, ლიმფამ კარგად უნდა იმოძრაოს. ლიმფის მიმოქცევას ამცირებს უმოძრაობა და სითხის ნაკლებობა. ამიტომაც თვითმფრინავში ლიმფის მოძრაობა თითქმის შეჩერებულია. სწორედ ეს იწვევს ფეხების დასიებას და უსიამოვნო სიმძიმის შეგრძნებას.

ფრენის სიდრომის შესამსუბუქებლად კარგია გაფრენამდე განტვირთვის დღის მოწყობა და მხოლოდ სითხეების მიღება. არ მიირთვათ თვითმფრინაის საჭმელი, როგორც წესი, უგემურია, არაჯანსაღი და მიკროღუმელში გაცხელებული. თან წაიღეთ სტაფილოს და კიტრის ჩხირები, თხილეული, ენერგიის ფილა. თავი მსუბუქად რომ იგრძნოთ, თვითმფრინავში დალიეთ ბევრი წყალი, რაც ლიმფას ხელს შეუწყობს იმოძრაოს. ასევე, ძალიან შეგიმსუბუქებთ ფრენის სინდრომს დეტოქსის გაკეთება ჩამოფრენისთანავე. განტვირთვასთან ერთად, კარგი იქნება თუ გაიხეხავთ კანს მშრალი ღრუბელით (გულისკენ მიმართული მოძრაობებით, ვინაიდან ლიმფა სწორედ გულისკენ მიედინება). თუ აბაზანასაც მიიღებთ და ცოტაოდენ სოდას ჩაიყრით და ლავანდას ზეთის რამდენიმე წვეთს, ძალიან მალე მოიშორებთ ფრენის შემდგომ დაღლილობას.

რამდენიმე დღეში ტაილანდში მივემგზავრები და სწორედ ასე მოვიქცევი. რაიმე სხვა რჩევა ხომ არ გექნებათ გრძელი საერთაშორისო ფრენის შესამსუბუქებლად? ყოველთვის მიხარია თქვენი გამოხმაურება.

სიყვარულით

ანა