23-27 აპრილი – დეტოქსის გამოწვევა

23-27 აპრილი – დეტოქსის გამოწვევა

ორგანიზმის გაწმენდა ყოველთვის კარგი აზრია. გაზაფხული განსაკუთრებით კარგია დეტოქსისთვის. მარხვის პერიოდები იმგვარად არის დაწესებული, რომ ამ დროს მართლაც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ორგანიზმის განტვირთვას.

ჩვენ შევარჩიეთ მძიმე მარხვის ბოლო 5 დღე (23-27 აპრილი) და ერთად გავაკეთოთ წვენებით გაწმენდა სხეულის და გონების გასუფთავებისთვის. გამოწვევის მისაღებად საჭიროა ამ დღეების განმავლობაში არ მიიღოთ არანაირი საკვები, მხოლოდ და მხოლოდ სითხეები – წყალი, ხილის და ბოსტნეულის წვენები, მცენარეული რძეები, კომბუჩა, მცენარეების ნაყენი. 

წვენებში არ შედის ნაზავები (smoothie). ამ ორ დასალევს შორის არსებითი განსხვავებაა. ნაზავში დაბლენდერების შემდეგ პროდუქტი მაინც სრული სახით რჩება და საჭმლის მომნელებელ სისტემას მისი გადამუშავება უხდება. ჩვენ ვაკეთებთ სითხეების დიეტას, რომლის დროსაც საჭმლის მომნელებელი სისტემა არ მუშაობს, წვენი სისხლში პირდაპირ შეითვისება. ორგანიზმს კი რჩება მეტი რესურსი იზრუნოს შლაკების გამოდევნაზე და ორგანიზმის გაძლიერებაზე. 

გავუზიაროთ ერთმანეთს ჩვენი გამოცდილება (გთხოვთ მონიშნოთ #namuraw), დეტოქსის სიმპტომები, მათი დაძლევის გზები – ერთად ყველაფერი უფრო ადვილია. დეტოქსის გამოწვევაში მონაწილეები 5 დღის განმავლობაში ყოველდღე მიიღებენ 6 სხვადასხვა დასალევს და ბოლო დღეს დამატებით – საჩუქრად ნამუს ტკბილეულს.

სიყვარულით

ანა