ნაგვის “შავ ოქროდ” ქცევა

ნაგვის “შავ ოქროდ” ქცევა

ნარჩენების მართვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია კომპოსტირება, რაც გულისხმობს სამზარეულოში დაგროვილი ნარჩენების ნაგავსაყრელის მაგივრად ნიადაგის გასამდიდრებლად გამოყენებას. მაშინ როდესაც ცელოფანში გამოკრული საკვები ნარჩენები ნაგავსაყრელზე რთულად იშლება და უჰაერობის გამო გამოყოფს საზიანო გაზს და ვნებს ჩვენს პლანეტას, ეზოში ჰაერზე კომპოსტირებით ეს მავნე ნივთიერებები არ გამოიყოფა და რამდენიმე თვის შემდეგ ნარჩენები ნიადაგისთვის სასუქად, “შავ ოქროდ” იქცევა. კომპოსტი საუკეთესო ორგანული სასუქია, რომელიც მდიდარია სხვადასხვა ორგანული და მინერალური ნივთიერებით და შეიცავს მცენარისთვის ყველა იმ აუცილებელ ნივთიერებას, რაც საჭიროა მისი სრული ზრდა-განვითარებისთვის.

კომპოსტირების პროცესი მარტივია, ნარჩენები უნდა მოგროვდეს და ჩაიყაროს ფენა-ფენა სპეციალურად შერჩეულ სივრცეში. კომპოსტის მასის წარმოქმნისთვის მონაცვლეობით უნდა დაიყაროს მწვანე ფენა –  სამზარეულოს ნარჩენები (ხილის და ბოსტნეულის ნათალი) და ყავისფერი ფენა – გამხმარი ფოთლები, თხილეულის ნაჭუჭი, ყავის ნარჩენი, კარდონი, ქაღალდი. კომპოსტში არ შეიძლება ხორცის და რძის პროდუქტის შერევა. კომპოსტის ძირი უნდა იყოს პირდაპირ მიწაზე და იძლეოდეს ჰაერის მოძრაობის საშუალებას, ამიტომ კარგია პირველი ფენა იყოს უხეში ნარჩენები, მაგალითად, ტოტები. პერიოდულად უნდა მოირწყას და მოხდეს ამორევა, რომ დაჩქარდეს პროცესი. კომპოსტირება ხდება ორგანული ნარჩენების, მიკროორგანიზმების, ტენისა და ჟანგბადის ურთიერთზემოქმედებით, მზადაა რამდენიმე კვირაში და შეგვიძლია გამოვიყენოთ ეზოში, ქოთანში თუ ჩითილებისთვის.

მე რამდენიმე კვირაა დავიწყე კომპოსტირება. მოვიძიე და კომპოსტერების კარგი არჩევანი აღმოვაჩინე ბრიკორამაში, სადაც ერთი თვის მანძილზე მებაღეობის პროდუქციაზე სპეციალური შემოთავაზებები აქვთ.

გაქვთ კომპოსტირების გამოცდილება? დიდი ინტერესით მოვისმენდი.

სიყვარულით,

ანა