კეტო დიეტა

კეტო დიეტა

არსებული კრიზისის პერიოდში, მინდა ცოტა ხნით მაინც გადავიტანო თქვენი ყურადღება მიმდინარე მოვლენებიდან და მოგიყვეთ კეტოგენური დიეტის (კეტო დიეტა, როგორც მას მოკლედ ეძახიან) შესახებ.

კეტო დიეტა არის ბევრი ცხიმის, საშუალო რაოდენობით ცილების და ცოტა ნახშირწყლების მიღებაზე დაფუძნებული კვება, რომელიც აღიარებულია წონის კლების ეფექტურ საშუალებად. ჩვეულებრივ, კეტო დიეტა ასოცირდება დიდი რაოდენობით ცხოველური საკვების მიღებასთან – ხორცი, ყველი, კარაქი, არაჟანი, თუმცა სწორად დაგეგმვის შემთხვევაში, კეტო დიეტა მცენარეული საკვებითაც შეიძლება გაკეთდეს.

კეტო დიეტის დროს ორგანიზმში იწყება კეტოზის პროცესი, რაც გულისხმობს ენერგიისთვის, გლუკოზის მაგივრად, ცხიმების წვას. კეტო დიეტის გვერდითი მოვლენები (მაგალითად, გაზები, შეკრულობა, კუჭში სიმძიმის განცდა), ვფიქრობ, ცხოველური პროდუქტისგან თავის შეკავებით და მეტი მცენარეული პროდუქტის მიღებით შეიძლება მოგვარდეს.

მცენარეული კეტო დიეტის დროს ძირითადი აქცენტი უნდა გაკეთდეს მცენარეულ ცხიმებზე, როგორიცაა ქოქოსის ზეთი, ავოკადო, თესლეული და თხილეული. ამ დიეტაში არ მიიღება: ხორცი, რძის ნაწარმი, კვერცხი, ზღვის პროდუქტი, მარცვლეული, ბურღულეული, პარკოსნები, დამატკბობლები, სახამებლის მაღალი შემცველობის ბოსტნეული და ხილის უმეტესობა.

ჩვენ შევადგინეთ მცენარეული კეტო დიეტის რაციონი, რომელშიც შედის:

  • საუზმისთვის ცივად დაწურული წვენი – ნიახურის ღეროები, მწვანილები, ისპანახი, კიტრი, გრეიფრუტი.
  • გვიანი საუზმისთვის ფაფა ქოქოსის ფანტელებით, ჩიას თესლებით და თხილეულის ან თესლეულის კარაქით.
  • სადილად სხვადასხვა ბოსტნეული და თხილის ყველი.
  • წასახემსებლად კეტო დესერტები, მაგალითად, ბაუნტი ან ქოქოსი მიწის თხილის კარაქით.
  • ვახშმისთვის მცენარეული რძეები უმი კაკაოთი ან კურკუმათი.

მე ვიწყებ ამ დიეტას და აბა ვინ შემომიერთდებით. შეგიძლიათ თქვენით გააკეთოთ ან ჩვენ გამოგიგზავნით მთელი დღის რაციონს ყოველდღე.

გისურვებთ ჯანმრთელობას.

ანა