საჩუქარი

საჩუქარი

საჩუქრის შერჩევა და გაცემა შესაძლოა იყოს ძალზედ სასიამოვნო და ამავდროულად მარტივიც. უკვე აირჩიეთ საახალწლო საჩუქრები? წელს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, მხარი დაუჭიროთ მცირე და ადგილობრივ ბიზნესებს. ასევე, გაითვალისწინეთ, რომ თქვენი საჩუქარი იყოს ეთიკური, არ ემატებოდეს ნაგავსაყრელს და მისი წარმოებისთვის არ იყოს სისასტიკე გამოყენებული. დაფიქრდით შეფუთვაზეც – იქნებ უბრალოდ გამოტოვოთ ეს ნაბიჯი? საჩუქარი ზურგს უკან დაიჭირეთ და მიმღებს სიყვარულით და ღიმილით გაუწოდეთ. ან თუ მაინც გსურთ შეფუთვა, გამოიყენეთ ფუროშიკი – იაპონური შეფუთვის მეთოდი და საჩუქარი გადაახვიეთ ნაჭერში, რომელიც აღარ გჭირდებათ.

გიზიარებთ საჩუქრის რამდენიმე ვარიანტს:

  • საკვები ფანტასტიური საჩუქარია – ეს არის შესანიშნავი გზა მზრუნველობის გამოსახატავად. თუ იცით, რომელია საჩუქრის მიმღების საყვარელი ტკბილეული, გაავსეთ ყუთი და მიართვით. ჯანსაღი, უგემრიელესი ტკბილეული შეგიძლიათ შეიძინოთ ნამუს ვებ-მაღაზიაში. თუ 100%-ით დარწმუნებული არ ხართ საჩუქრის მიმღების გემოვნებაში – მიწის თხილის გოზინაყი ურჩევნიათ თუ თხილის ფერერო, კეტო დიეტაზე არიან და კეტო ბაუნტი აღაფრთოვანებთ – გაუგზავნეთ სასაჩუქრე ბარათი და დარწმუნებული იყავით, რომ მიმღები დატკბება დაგემოვნების ყოველი მომენტით, მიიღებს ჯანსაღ ნუტრიენტებს ყოველგვარი სინდისის ქენჯნის გარეშე.
  • ხელნაკეთი თავის მოვლის საშუალებები ასევე შესანიშნავი საჩუქარია. შეარჩიეთ ლუნას მიერ დამზადებული ანტისტრესული მალამო, მკვებავები, ლოსიონები, საპნები და სხვა.
  • ტაროს სესია შეიძლება იყოს ძალიან ორიგინალური საჩუქარი. ცნობილია, რომ გამოცდილების ჩუქება ძალიან დასამახსოვრებელია. მიეცით საჩუქრის მიმღებს საკუთარ თავში ჩახედვის საშუალება. მერწმუნეთ, ისინი არასდროს დაივიწყებენ თქვენს საჩუქარს. შეიძინეთ ინდივიდუალური ტაროს სესია Tales By Luna-სთან.

რომელი ვარიანტი გხიბლავთ მეტად – 1, 2 თუ 3?

გმადლობთ მხარდაჭერისთვის და ისიამოვნეთ საჩუქრების გაცემით.

სიყვარულით და მადლიერებით

ანა