სოიო – სასარგებლოა თუ მავნე?

სოიო – სასარგებლოა თუ მავნე?

რა არის სოიოს რძე? სოიოს რძე მცენარეული სასმელია, რომელიც ცხოველური რძის ალტერნატივად გამოიყენება. სოიოს რძე სოიოს მარცვლისგან მზადდება და არის წყლის, ცხიმის და ცილის ნაზავი.

რატომ უნდა მივიღო სოიოს რძე? ამის მრავალი მიზეზი არსებობს – ვეგანური ცხოვრების წესი, ლაქტოზის აუტანლობა (ზოგი ადამიანის ორგანიზმს არ შეუძლია ძროხის რძეში არსებული შაქრის – ლაქტოზის, გადამუშავება), ან უბრალოდ ძროხის რძის გემო შეიძლება არ მოგწონდეს.

რას შეიცავს? სოიოს რძე, სხვა მცენარეულ რძეებთან შედარებით, ნუტრიციულად ყველაზე ახლოსაა ძროხის რძესთან. მდიდარია ცილით (შეიცავს ცხრავე შეუცვლელ ამინომჟავას), აქვს შაქრის დაბალი შემცველობა და საკმაოდ დაბალკალორიულია.

სასარგებლოა თუ მავნე? სოიოს პროდუქტი დიდ ხნის მანძილზე ტაბუირებული მქონდა. ყველგან საუბარი იყო იმაზე, რომ მარცვალი გენმოდიფიცირებულია, განკუთვნილია ცხოველების გამოსაკვებად, იწვევს ჰორმონალურ დისბალანს და ა.შ., თუმცა ბოლო პერიოდში ჩატარებული კვლევებით დადგინდა, რომ ეს ასე სულაც არ არის და სოიო საკმაოდ კარგი პროდუქცია. მეტი ინფორმაციისთვის სოიოს შესახებ შეგიძლიათ მოუსმინოთ Is soy healthy or harmful.

რა შეიძლება გავაკეთო სოიოს მარცვლებისგან? რძე, მაიონეზი, იოგურტი, ტოფუ, ტემპე, ბურგერები, ნამცხვრები და ა.შ..

ნამუში შეგიძლია დააგემოვნო სოიოსგან დამზადებული შემდეგი კერძები:

ასევე, სახლში შეგიძლია გააკეთო:

სოიოს რძე

  1. 100გ სოიოს მარცვალი ჩაალბე წყალში მთელი ღამით
  2.  გადარეცხე და 1 ლიტრ წყალთან ერთად დააბლენდერე
  3.  გადაიტანე ქვაბში და 15-20 წუთი დაბალ ცეცხლზე მოხარშე (სოიოს ჭამა უმად არ არის მიზანშეწონილი)
  4.  შეგრილების შემდეგ მარლაში გაწურე (მიაქციე ყურადღება – ჯერ ხარშავ და მერე წურავ, რომ მეტი ნუტრიენტი მიიღო)
  5.  სუფთა მინის ბოთლით მაცივარში ინახება 3-5 დღე.

სოიოს იოგურტი

  1. სუფთა ქილაში ჩაასხი სოიოს რძე
  2. დაუმატე 1 კაფსულა პრობიოტიკი (შეგიძლიათ აფთიაქში შეიძინოთ პირველი ფერმენტაციისთვის, შემდეგ ჯერზე პატარა ქილაში შეინახეთ მზა იოგურტი და გამოიყენეთ ახლის შესაქმნელად, როგორც დედო)
  3. დაახურე თავზე და გააჩერე 12-24 საათი, სანამ არ შედედდება (სითბოში უფრო სწრაფად დედდება)
  4. გამზადებული შეინახე მაცივარში.

ტკბილი ვეერსიისთვის, რძესთან და პრობიოტიკთან ერთად დაუმატე 1 ჩაის კოვზი ქოქოსის შაქარი და 1 ჩაის კოვზი ვანილის ექსტრაქტი.

სიყვარულით

ანა