კომბუჩასადმი ჩემი სიყვარული

კომბუჩასადმი ჩემი სიყვარული

2016 წლიდან კომბუჩას სახლში ვამზადებ იმ რწმენით, რომ ეს ჯადოსნური სასმელი აუმჯობესებს ჩემი და ჩემი ოჯახის წევრების კეთილდღეობას. ყოველი ქილა დიდი სიყვარულითა და რუდუნებით მზადდება, რომლებზეც ნახავთ პოზიტიური სიტყვების წარწერებს – “სიყვარული”, “ჯანმრთელობა”, “მადლიერება”, “კეთილდღეობა”, “სიუხვე”, “ჰარმონია”…

მინდოდა კომბუჩას სარგებელი ბევრ ადამიანს გამოეცადა – დავიწყე მასტერკლასების ჩატარება, თუ როგორ მზადდება ეს სასმელი, ამავდროულად ვაზიარებდი კომბუჩას დაყენებისთვის აუცილებელ საწყისს ბაზას (SCOBY – დედას). მეტი ხელმისაწვდომობისათვის, მალევე, გადავწყვიტე კომბუჩას წარმოების მასშტაბის გაზრდა. ვამაყობ, რომ ნამუს კომბუჩა სრულყოფილად მზადდება – გადის სრული ფერმენტაციის პროცესს, არ იფილტრება და არ ხდება მისი პასტერიზაცია, რათა მაქსიმალურად შეუნარჩუნდეს დადებითი თვისებები. კომბუჩა ხელს უწყობს საჭმლის მონელებას და აძლიერებს იმუნიტეტს. თითოეული ბოთლი შეიცავს ცოცხალ პრობიოტიკებს, აქტიურ ფერმენტებს, მჟავებს, ამინომჟავებს და სხვა ბევრ სიკეთეს.

მთელი ჩემი სიყვარულით და ზრუნვით ნამუს კომბუჩასადმი, ბედნიერი ვარ, რომ შემიძლია ამ სიცოცლის ელექსირის თქვენთვის გაზიარება.

სიყვარულით,

ანა ტიკარაძე