fbpx

ადაპტოგენები სტრესის მართვისთვის

[facebook_comments_count]

ავტორი – ანა ტიკარაძე

დეკემბერი 1, 2020

დაგვიზამთრდა, ახლა დროა რომანტიული, მყუდრო, თბილი გარემოსთვის. ამჟამად სამყარო ერთგვარ ქაოტურ მდგომარეობაშია, მაგრამ თუ საკუთარ თავს ჩავუღრმავდებით, კიდევ შესაძლებელია სიმშვიდის და ჰარმონიის მოპოვება. ადაპტოგენებს შეუძლიათ დაგვეხმარონ ცხოვრების გამოწვევებთან გამკლავებაში.

რა არის ადაპტოგენი?

დღესდღეობით დამატებების მიღება საკმაოდ გავრცელებული პრაქტიკა გახდა, ვინაიდან ვცდილობთ ბუნებრივი გზით გავიუმჯობესოთ ჯანმრთელობა და ზოგადი კეთილდღეობა. ადაპტოგენებს საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ ჩინურ და აიურვედულ მედიცინაში, მაგრამ დღეს ნამთვილად მათი რენესანსის–აღორძინების პერიოდია. ადაპტოგენი არის არატოქსიკური ბალახეული, ფესვები და სოკო, რომლებიც მუშაობენ სტრესთან გამკლავების უნარის გაზრდაზე და სხეულის ნორმალურ ფიზიოლოგიურ ფუნქციონირებაზე. ზოგი ასევე ზრდის იმუნიტეტს და საერთო კეთილდღეობას. კვლევებმა გვიჩვენა, რომ ადაპტოგენებს შეუძლიათ დაძლიონ დაღლილობა, გააუმჯობესონ გონებრივი შესაძლებლობები, შეამსუბუქონ დეპრესია და შფოთვა.

როგორ მუშაობს ადაპტოგენი?

ადაპტოგენები ეხმარება სხეულს რეაგირება მოახდინოს სტრესზე ჰორმონალური პასუხის რეგულირებით. როდესაც სტრესორს ვაწყდებით, იქნება ეს ფიზიკური თუ გონებრივი, ჩვენი სხეული შემდეგნაირად რეაგირებს: განგაში, წინააღმდეგობა და გამოფიტვა. ადაპტოგენები გვეხმარებიან წინააღმდეგობის ფაზაში უფრო დიდხანს დარჩენაში, მასტიმულირებელი ეფექტის საშუალებით, რომელიც ხელს უშლის გამოფიტვას. შედეგად ვახერხებთ სტრესულ მოვლენასთან გამკლავებას და წონასწორობის შენარჩუნებას.

ადაპტოგენები მინი სტრესის ვაქცინებივითაა. ისინი იმდაგვარად ზემოქმედებენ ჩვენს თირკმელზედა ჯირკვლებზე, როგორც ვარჯიში კუნთებზე. როდესაც ვვარჯიშობთ, ეს ჩვენი სხეულისთვის ერთგვარი სტრესია. მაგრამ რეგულარული ვარჯიშით, ჩვენი სხეული ძლიერდება და დაღლილობას ნაკლებად ვგრძნობთ. ადაპტოგენების მიღებით, ჩვენ ვავარჯიშებთ სხეულს უკეთ გაუმკლავდეს სტრესის შედეგებს.

რომელია საუკეთესო ადაპტოგენი?

არსებობს სხვადასხვა ადაპტოგენი. თითოეულს ოდნავ განსხვავებული ფუნქცია აქვს. ესენი არის ნამუს საყვარელი ადაპტოგენები, რომლებსაც ჩვენს კერძებში ვიყენებთ კაფეში:

1.აშვაგანდა – ამცირებს სტრესს და შფოთვას

2.ძირტკბილას ფესვი – ამცირებს სტრესს, ზრდის გამძლეობას და ენერგიას

3.მაკას ფესვი – ზრდის განწყობას და ენერგიის დონეს

4.რეიში სოკო – აძლიერებს იმუნიტეტს, არეგულირებს ძილს და ამცირებს სტრესს

5.კურკუმა – აძლიერებს ტვინის მუშაობას, ამცირებს დეპრესიასა და ანთებით პროცესებს, ეხმარება სხეულს სტრესის ჰორმონების დაბალანსებაში

6.გოჯი ბერი – ზრდის ენერგიას, ფიზიკურ და გონებრივ მოქმედებას, სიმშვიდეს და კეთილდღეობის გრძნობას, აუმჯობესებს ძილს.

როგორ მივიღოთ ადაპტოგენები?

ადაპტოგენების მიღება შესაძლებელია კაფსულებად მცენარეული დანამატის სახით. ასევე, შეგიძლიათ დაამატოთ საკვებში, როგორც ჩვენ ვაკეთებთ ნამუში. მაგალითად, ჩვენს ენერგეტიკულ ბურთებს აქვს რომელიმე ადაპტოგენი, ძირითადად აშვაგანდა ან მაკა. კურკუმას ვიყენებთ სალათებში, ვაფლებსა და სასმელებში, გოჯის კენკრით ვალამაზებთ ჩია პუდინგსა და ტკბილ ვაფლს.

ადაპტოგენების გამოყენება რთული პერიოდის გადასალახად შეგიძლიათ რამდენიმე დღის ან კვირის განმავლობაში, ან ხანგრძლივად ცხოვრების ქრონიკულ ქაოსთან გასამკლავებლად. რეკომენდებულია ადაპტოგენების შეცვლა ექვს კვირაში.

და ბოლოს, გიზიარებთ ადაპტოგენის ბურთების რეცეპტს და არ უნდა დაგვავიწყდეთ, მართალია ტაბლეტის მიღება უფრო ადვილია, ვიდრე ცხოვრების წესის შეცვლა, მაგრამ სტრესის ძირეული მიზეზის აღმოფხვრა უფრო შედეგიანია საბოლოოდ.

რეცეპტი: ადაპტოგენის ბურთები

1 ჭიქა მოხალული თხილეული (გამოდგება ნებისმიერი – თხილი, ნუში, ქეშიუ, მიწის თხილი, ნიგოზი)
1 ჭიქა ფინიკი (კურკა გამოცლილი, წყალში ჩალბობილი)
2 სუფრის კოვზი კაკაო (სასურველია ნედლი კაკაო)
1 სუფრის კოვზი ადაპტოგენი (მაგალითად, აშვაგანდა)
1 ჩაის კოვზი ვანილის ექსტრაქტი
1 ჩაის კოვზი დარიჩინი
1/4 ჩაის კოვზი ვარდისფერი მარილი

ეს ყველაფერი ერთად დაატრიალეთ ჩოპერში ვიდრე ერთგვაროვანი მასა არ გახდება. დაამრგვალეთ პატარა ბურთებად. ერთი საათი შეინახეთ მაცივარში და შემდეგ გემრიელად მიირთვით.

სიყვარულით და მადლიერებით

ანა

namu

551 21 60 30
info@namu.ge

აბაშიძის 24, თბილისი