fbpx

საჩუქარი

[facebook_comments_count]

ავტორი – ანა ტიკარაძე

დეკემბერი 9, 2020

საჩუქრის შერჩევა და გაცემა შესაძლოა იყოს ძალზედ სასიამოვნო და ამავდროულად მარტივიც. უკვე აირჩიეთ საახალწლო საჩუქრები? წელს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, მხარი დაუჭიროთ მცირე და ადგილობრივ ბიზნესებს. ასევე, გაითვალისწინეთ, რომ თქვენი საჩუქარი იყოს ეთიკური, არ ემატებოდეს ნაგავსაყრელს და მისი წარმოებისთვის არ იყოს სისასტიკე გამოყენებული. დაფიქრდით შეფუთვაზეც – იქნებ უბრალოდ გამოტოვოთ ეს ნაბიჯი? საჩუქარი ზურგს უკან დაიჭირეთ და მიმღებს სიყვარულით და ღიმილით გაუწოდეთ. ან თუ მაინც გსურთ შეფუთვა, გამოიყენეთ ფუროშიკი – იაპონური შეფუთვის მეთოდი და საჩუქარი გადაახვიეთ ნაჭერში, რომელიც აღარ გჭირდებათ.

გიზიარებთ საჩუქრის რამდენიმე ვარიანტს:

  • საკვები ფანტასტიური საჩუქარია – ეს არის შესანიშნავი გზა მზრუნველობის გამოსახატავად. თუ იცით, რომელია საჩუქრის მიმღების საყვარელი ტკბილეული, გაავსეთ ყუთი და მიართვით. ჯანსაღი, უგემრიელესი ტკბილეული შეგიძლიათ შეიძინოთ ნამუს ვებ-მაღაზიაში. თუ 100%-ით დარწმუნებული არ ხართ საჩუქრის მიმღების გემოვნებაში – გოზინაყი ურჩევნიათ თუ თხილის ფერერო, კეტო დიეტაზე არიან და კეტო ბაუნტი აღაფრთოვანებთ – გაუგზავნეთ სასაჩუქრე ბარათი და დარწმუნებული იყავით, რომ მიმღები დატკბება დაგემოვნების ყოველი მომენტით, მიიღებს ჯანსაღ ნუტრიენტებს ყოველგვარი სინდისის ქენჯნის გარეშე.
  • ხელნაკეთი თავის მოვლის საშუალებები და მინერალები, ასევე, შესანიშნავი საჩუქარია. დაათვარიეელეეთ ლუნას ვებმაღაზია საჩუქრის შესარჩევად.
  • ტაროს სესია შეიძლება იყოს ძალიან ორიგინალური საჩუქარი. ცნობილია, რომ გამოცდილების ჩუქება ძალიან დასამახსოვრებელია. მიეცით საჩუქრის მიმღებს საკუთარ თავში ჩახედვის საშუალება. მერწმუნეთ, ისინი არასდროს დაივიწყებენ თქვენს საჩუქარს. შეიძინეთ ინდივიდუალური ტაროს სესია Tales By Luna-სთან.

რომელი ვარიანტი გხიბლავთ მეტად – 1, 2 თუ 3?

გმადლობთ მხარდაჭერისთვის და ისიამოვნეთ საჩუქრების გაცემით.

სიყვარულით და მადლიერებით

ანა

namu

551 21 60 30
info@namu.ge

აბაშიძის 24, თბილისი