დეტოქსის წვენები

50.00 

დეტოქსი ყოველთვის კარგი არჩევანია.

წვენი მოსახერხებელი და სწრაფი საშუალებაა საჭირო ვიტამინების, მინერალების, ქლოროფილის და ანტიოქსიდანტების მისაღებად. ყველა ნუტრიენტი მყისიერად შეიწოვება სისხლში. ნამუს წვენები იწურება ჰიდრავლიკური პრესის საშუალებით, რომელიც ძლიერი დაწოლით, ყოველგვარი ტრიალის გარეშე, ახდენს სითხის ექსტრაქტირებას ბოსტნეულიდან და ხილიდან. პროდუქტი არ ცხელდება და არ იჟანგება, შესაბამისად, ნუტრიენტები ნარჩუნდება სამი დღის განმავლობაში. ნამუს წვენები არ შეიცავს შაქარს, დანამატებს და არ არის პასტერიზებული.

ნამუს წვენებით შეგიძლიათ ჩაიტაროთ ერთი ან რამდენიმედღიანი დეტოქსი, დაასვენოთ საჭმლის მომნელებელი სისტემა, დღის განმავლობაში არ მიიღოთ საკვები და დალიოთ მხოლოდ წვენები. ასევე, მიიღოთ ჩვეულებრივ დღეს საკვებთან ერთად  რომელიმე კვების ჩასანაცვლებლად ან შესავსებად.

ნამუს დეტოქსის პროგრამა:

  1. „განკურნებისთვის“ – ანანასი. ვაშლი. კურკუმა. ჯინჯერი.
  2. „ენერგიისთვის“ – ვაშლი. ნიახურის ღეროები. ისპანახი. ჯეჯილი. ჯინჯერი.
  3. „იმუნიტეტისთვის“ – სტაფილო. ვაშლი. ფორთოხალი. სუნელები.
  4. „გახდომისთვის“ – ფორთოხალი. ბროწეული. ჭარხალი.
  5. „სილამაზისთვის“ – ნუშის რძე.
  6. „განწყობისთვის“ – კომბუჩა – შუშხუნა, გამაგრილებელი ფერმენტირებული სასმელი.

შემადგენლობა შეიძლება შეიცვალოს სეზონურად.

650 კალორია.