fbpx

წვენების პროგრამა

კატეგორია:

50.00 

ორგანიზმის გაწმენდა ყოველთვის კარგი არჩევანია.

წვენი მოსახერხებელი და სწრაფი საშუალებაა საჭირო ვიტამინების, მინერალების, ქლოროფილის და ანტიოქსიდანტების მისაღებად. ყველა ნუტრიენტი მყისიერად შეიწოვება სისხლში. ნამუს წვენები იწურება ჰიდრავლიკური პრესის საშუალებით, რომელიც ძლიერი დაწოლით, ყოველგვარი ტრიალის გარეშე, ახდენს სითხის ექსტრაქტირებას ბოსტნეულიდან და ხილიდან. პროდუქტი არ ცხელდება და არ იჟანგება, შესაბამისად, ნუტრიენტები ნარჩუნდება სამი დღის განმავლობაში. ნამუს წვენები არ შეიცავს შაქარს, დანამატებს და არ არის პასტერიზებული.

ნამუს წვენებით შეგიძლიათ ჩაიტაროთ ერთი ან რამდენიმედღიანი ორგანიზმის წმენდა, დაასვენოთ საჭმლის მომნელებელი სისტემა, დღის განმავლობაში არ მიიღოთ საკვები და დალიოთ მხოლოდ წვენები. ასევე, მიიღოთ ჩვეულებრივ დღეს საკვებთან ერთად, რომელიმე კვების ჩასანაცვლებლად ან შესავსებად.

ნამუს წვენების პროგრამაში შედის:

1. ანანასის წვენი – ანანასი. ვაშლი. ციტრუსი. კურკუმა. ჯინჯერი.
2. სტაფილოს წვენი – სტაფილო. ვაშლი. დარიჩინი.
3. ნიახურის წვენი – ვაშლი. ნიახურის ღერო. მწვანილი.
4. ჭარხლის წვენი – ციტრუსი. ბროწეული. ჭარხალი.
5. მცენარეული ლატეები
6. კომბუჩა – შუშხუნა, გამაგრილებელი ფერმენტირებული სასმელი.

შემადგენლობა შეიძლება შეიცვალოს სეზონურად.

ალერგენები: კაკლოვნები. ნიახურის ღერო.

შეფასებები

იყავით პირველი შემფასებელი: „წვენების პროგრამა“

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *