მალე გაყიდვაში

კომბუჩას მასტერკლასი

25.00 

ბოლო ათწლეულია კომბუჩას პოპულარობა დღითიდღე მატულობს. ეს მისი საოცრად გემრიელი არომატისა და ჯანმრთელობაზე დადებითი ზემოქმედების კომბინაციის დამსახურებაა.

21 ივნისს, 11 საათზე “ნამუ” გთავაზობთ კომბუჩას ონლაინ მასტერკლასს. მასტერკლასის ჩატარებამდე თქვენ მიიღებთ სტარტერპაკეტს, რომელშიც შევა:

  • კომბუჩას საბაზისო რეცეპტი
  • კომბუჩას სხვადასხვა სახეობის რეცეპტი
  • კომბუჩას დედა
  • ჩაი
  • შაქარი
  • ქილა, რაშიც უნდა დაამზადოთ თქვენი კომბუჩა
  • საჩუქრად 1 ქილა “ნამუს” კომბუჩა

სტარტერპაკეტის საშუალებით, მასტერკლასის მსვლელობისას, ერთად დავამზადებთ კომბუჩას და სულ რამდენიმე დღეში გექნებათ თქვენს მიერ დაყენებული გემრიელი, სასარგებლო, შუშხუნა, გამაგრილებელი სასმელი.

მასტერკლასზე რეგისტრაციის ბოლო ვადაა 18 ივნისი, რომ მოვასწროთ სტარტერპაკეტის გამზადება და გამოგზავნა.

რა არის კომბუჩა? კომბუჩა არის ფერმენტირებული ჩაი, რომელიც უძველესი დროიდან, მისი სამკურნალო თვისებების გამო, ძალიან დაფასებული იყო. კომბუჩას სახელწოდება უკავშირდება კორეელი ექიმი კომბუს სახელს, რომელმაც ჩაი იაპონიაში შემოიტანა იმპერატორის განსაკურნად. ევროპაში კომბუჩა მე-20 საუკუნის დასაწყისში შემოდის და განსაკუთრებით ფეხს იკიდებს რუსეთში. მეორე მსოფლიო ომის დროს საკმაოდ პოპულარულია, თუმცა ვინაიდან ამ პერიოდში ჩაისა და შაქრის ხელმისაწვდომობა ლიმიტირებულია, კომბუჩას პოპულარობა განსაკუთრებულად 1960-იანი წლებიდან იზრდება. ამას ხელი შეუწყო შვეიცარიაში ჩატარებულმა კვლევებმა, სადაც კომბუჩას სასარგებლო თვისებები შედარება ხდება იოგურტთან. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი კვლევა არ არის ჩატარებული კომბუჩას სარგებლის დასადასტურებლად, ფაქტია, ეს სასმელი შეიცავს პრობიოტიკებს, სასარგებლო ბაქტერიებს, რაც უკავშირდება ნაწლავების სიჯანსაღეს და საჭმლის მონელების პროცესის გაუმჯობესებას.

კომბუჩას ფერმენტაცია ხდება ჩაის, შაქრისა და კომბუჩას დედის საშუალებით, რომელიც წარმოადგენს უჯრედისს – ბაქტერიებისგან და საფუარისგან შემდგარ მყარ მასას. პროცესი დაახლოებით 1-2 კვირა გრძელდება. სასმელში შაქრის დონის დაწევისა და მჟავიანობის აწევის შემდეგ შესაძლოა გავურიოთ სხვადასხვა ხილი ან სუნელი, დავიწყოთ მეორადი ფერმენტაცია და შევქმნათ კომბუჩას განსხვავებული გემოს პალიტრა. მაშინ, როდესაც პირველადი ფერმენტაცია ჰაერთან ერთად ხდება, მეორადის დროს ქილა დახურულია და უჰაერობაში სასმელი ბუნებრივად იგაზება. 

“ნამუ” 2016 წლიდან ამზადებს კომბუჩას. დღეს შესაძლებელია სამი განსხვავებული (ჯინჯერი, ლავანდა, მარწყვი) არომატის შეძენა ალუმინის ქილებში, კაფეში კი ჩამოსასხმელი სახით ყოველდღიურად სხვადასხვა არომატების დაგემოვნება შეგიძლიათ.

მალე გაყიდვაში