მალე გაყიდვაში

საბავშვო ნაყინის მასტერკლასი

10.00 

ზაფხულის დღეებში განსაკუთრებით აქტუალურია ნაყინი და მოდით 28 ივნისს, 11 საათზე  “ნამუს” საბავშვო ნაყინის ონლაინ მასტერკლასზე ერთად დავამზადოთ ჯანსაღი, უშაქრო ნაყინი. შეხვედრა გაიმართება ზუმის სივრცეში და ღონისძიებამდე მიიღებთ რეცეპტების დეტალურ აღწერას.

მასტერკლასზე მოვამზადებთ შემდეგს:

  • ვანილის ნაყინი
  • შოკოლადის ნაყინი
  • ხილის ნაყინი
  • შოკოლადის მინანქარი

დაგჭირდებათ ბლენდერი და შემდეგი პროდუქტი:

ნაყინისთვის

  • 4 ცალი გაყინული ბანანი
  • 100გ გაყინული ხილი (მარწყვი, მოცვი ან ატამი)
  • 1 სუფრის კოვზი ნედლი კაკაო ან კერატის ფხვნილი
  • 50გ ქოქოსის ან ნუშის რძე (უამისოდაც შეიძლება)

შოკოლადის მინანქრისთვის

  • 50გ ქოქოსის ზეთი
  • 30გ ნეკერჩხლის სიროფი ან თაფლი
  • 1 სუფრის კოვზი ნედლი კაკაო ან კერატის ფხვნილი

გასაფორმებლად

  • ქოქოსის ფანტელები ან ნებისმიერი თხილეული

კარგი იქნება თუ თქვენი შვილებიც თქვენს გვერდით იქნებიან და ჩაერთვებიან პროცესში.

 

მალე გაყიდვაში