მალე გაყიდვაში

ვეგანური ყველის მასტერკლასი

25.00 

26 ივლისს, 11 საათზე “ნამუ” გთავაზობთ ვეგანური ყველის ონლაინ მასტერკლასს. მასტერკლასის ჩატარებამდე თქვენ მიიღებთ სტარტერპაკეტს, რომელშიც შევა:

  • ვეგანური ქეშიუს ყველის საბაზისო რეცეპტი
  • ქეშიუს ყველის სხვადასხვა სახეობის რეცეპტი
  • ქეშიუს ყველის დედა
  • ნედლი ქეშიუ (150გ)

შენიშვნა: დაგჭირდებათ ბლენდერი.

სტარტერპაკეტის საშუალებით, მასტერკლასის მსვლელობისას, ერთად დავამზადებთ ვეგანურ ყველს და ორ დღეში გექნებათ თქვენს მიერ გაკეთებული გემრიელი, სასარგებლო ვეგანური ყველი.

მასტერკლასზე რეგისტრაციის ბოლო ვადაა 24 ივლისი, რომ მოვასწროთ სტარტერპაკეტის გამზადება და გამოგზავნა.

რა არის ქეშიუს ყველი? ვეგანობა ბოლო პერიოდი მეინსტრიმი ხდება, ამბობენ COVID-19-ის პანდემიამ კიდევ უფრო მეტი ადამიანი დააფიქრა ჯანმრთელობაზე და ბევრიც მცენარეულ კვებაზე გადავიდა. ვეგანური ყველი ხშირად თხილეულისგან კეთდება. ერთ-ერთი ხშირად გამოყენებადი ინგრედიეტი ყველისთვის არის ქეშიუ (ქართულად აკაჟუ), იგივე ინდური თხილი. ეს მცენარე ტროპიკებში იზრდება და ჩვენთანაც არის ხელმისაწვდომი. იმისათვის, რომ ყველის გემო მივიღოთ საჭიროა ფერმენტაცია. საბოლოო პროდუქტში გვაქვს ფერმენტირებული ქეშიუ, რომლის მონელებაც გამარტივებულია ორგანიზმისთვის. ქეშიუს ყველს ნეიტრალური გემო აქვს და უამრავი სხვადასხვა ვერსია შეიძლება გაკეთდეს საბაზისო რეცეპტიდან.

“ნამუ” 2016 წლიდან ამზადებს ვეგანურ ყველს. დღეს შესაძლებელია ყველის ალტერნატივის სამი განსხვავებული არომატით შეძენა (ტრუფელის ყველი, ქეშიუს ყველი, შვრიის ყველი).

მალე გაყიდვაში