fbpx
ვაშლის ძმარი

პორცია:

10

მზადდება:

20 წუთში

მომზადების წესი

ავტორი: ანა ტიკარაძე

ინგრედიენტები

  • 4 ჭიქა გახეხილი ვაშლი (დაახლოებით 8-10 ცალი საშუალო ვაშლი)
  • 4 სუფრის კოვზი შაქარი
  • 5 ჭიქა წყალი

ვერ წარმოიდგენთ, რა მარტივია სახლში ვაშლის ძმრის მომზადება. ეს არის ფერმენტირებული სითხე, რომლის გამოყენებაც მრავალგზის შეგიძლიათ. ვაშლის ძმრის მოსამზადებლად კი დაგჭირდებათ ვაშლი, ცოტაოდენი შაქარი და ბევრი მოთმინება: მომზადების დრო სულ 20 წუთია, ლოდინის დრო კი – 6-8 კვირა.

ვაშლი კარგად გარეცხეთ და გახეხეთ. მოაყარეთ შაქარი და დაასხით წყალი. გააჩერეთ 15-20 წუთი და მოურიეთ. მიღებული მასა გაანაწილეთ წინასწარ გასტერილებულ, 3 ერთ ლიტრიან ან 1 სამ ლიტრიან ქილაში. გადააფარეთ ნაჭერი და შეკარით რეზინით. გირჩევთ, ქილას დააწეროთ დაყენების თარიღი.

გააჩერეთ 3-4 კვირა ბნელ ადგილას (ყოველ 2-3 დღეში ერთხელ ამოურიეთ). ამ დროის გასვლის შემდეგ გადაწურეთ მარლით (მორჩენილი ვაშლის მასა შეგიძლიათ დააკომპოსტიროთ) და გააჩერეთ კიდევ 3-4 კვირა. შიგადაშიგ გაუსინჯეთ გემო, თუ აკლია სიმჟავე, კიდევ გააჩერეთ ან თუ საკმარისი სიმჟავე ექნება, შეგიძლიათ, დაიწყოთ მოხმარება.

მზა ვაშლის ძმარი გადაიტანეთ ბოთლში და შეინახეთ თავდახურული. ვადა უსასრულოდ აქვს, თუმცა სჯობს ერთი წლის განმავლობაში გამოიყენოთ. დაიჭირეთ თადარიგი და რომ შეგიცოტავდებათ, თავიდან დააყენეთ – გახსოვდეთ, მის მომზადებას თითქმის ორი თვე სჭირდება.

Pin It on Pinterest

 

შეკვეთას 24 საათის განმავლობაში მოგიტანთ.