fbpx
მოცვის სმუზი

პორცია:

1

მზადდება:

5 წუთი

საკვების ტიპი:

საუზმე, დესერტი

ინგრედიენტები

მოცვი ძალიან სასარგებლოა – მდიდარია ფიტონუტრიენტებით, ასევე, მასში უხვადაა ვიტამინი B6 და ფოლიუმის მჟავა. საუცხოოა გულისთვის, ასევე, კანისთვის.

მოცვის სმუზი ორნაირად შეგიძლიათ მოამზადოთ:

  1. ტკბილი სმუზი – აუცილებლად მოეწონებათ ბავშვებს და ტკბილის მოყვარულებს. ისეთივე გემრიელია, როგორ ლამაზადაც გამოიყურება.
  2. პროტეინის სმუზი – ეს ცილებით გაჯერებული დასალევი შესანიშნავია ვარჯიშის შემდეგ, ლამაზი კუნთების და კანისთვის.

ვარიანტი 1: ტკბილი სმუზი

  • 200გ ქოქოსის რძე
  • 100გ ბანანი (გაყინული)
  • 100გ მოცვი (გაყინული)
  • 1 ს.კ. დამატკბობელი (ნეკერჩხლის სიროფი, აგავე)

 

ვარიანტი 2: პროტეინის სმუზი

  • 200გ სოიოს რძე
  • 100გ ტოფუ
  • 100გ მოცვი (გაყინული)

მომზადების წესი

ამ კრემისებრი, ნოყიერი და გამაგრილებელი სასმელის მომზადება უმარტივესია – აბლენდერებთ რამდენიმე ინგრედიეტს და მზად არის.

სმუზის მოსამზადებლად უმჯობესია გამოიყენოთ გაყინული ხილი. ასე ხილი უკეთ შესქელდება, ხოლო სასმელს გამაგრილებელი ეფექტიც ექნება. თუ სმუზის მომზადებას დილით აპირებთ, უმჯობესია ხილი მთელი ღამით საყინულეში დატოვოთ.

სმუზის მოსამზადებლად უბრალოდ ერთად დააბლენდერეთ ყველა ინგრედიენტი და სულ ეს არის. გემრიელად მიირთვით.