fbpx
ბროკოლის “ბრინჯის” როლი

პორცია:

2

მზადდება:

30 წუთში

ინგრედიენტები

ბროკოლის ბრინჯი:

300გ ბროკოლი

½ ავოკადო

1 სკ ლიმონის წვენი

მწიკვი ჰიმალაის მარილი

 

მიწის თხილის სოუსი:

2 სკ მიწის თხილის კარაქი

1 ჩკ სოიოს სოუსი (ეს კერძს სიმლაშეს მისცემს, გაუსინჯეთ გემო და შეგიძლიათ მარილი დაუმატოთ)

1 ჩკ ნეკერჩხლის სიროფი (სიტკბოსთვის, სურვილისამებრ)

1 ჩკ ლიმონის წვენი

1 ჩკ სეზამის ზეთი

½ ჩკ ხმელი ქინძი

2-4 სკ წყალი

 

მომზადების წესი

ავტორი: ანა ტიკარაძე

ასაწყობად:

2 ცალი ნორის ფუცელი

წიწმატის რამდენიმე ფოთოლი

ისპანახის რამდენიმე ფოთოლი

1 ცალი საშუალო სტაფილო გრძლად დაჭრილი

1 ცალი კიტრი გრძლად დაჭრილი

½ წითელი ტკბილი წიწაკა გრძლად დაჭრილი

მოხალული სეზამის მარცვლები

 

ბროკოლი დაჭერით პატარა ნაჭრებად და კომბაინში დააქუცმაცეთ, ბრინჯის მარცვლის მსგავს ზომამდე. აუცილებლად გამოიყენეთ ბროკოლის ღეროც. ზოგადად, კარგია თუ ყოველთვის ვეცდებით პროდუქტისგან მინიმალური ნარჩენი დაგვრჩეს. ამით გარემოსაც  მოვუფრთხილდებით და ჩვენს ფინანსებსაც.

ავოკადო ჩაჭყლიტეთ ლიმონის წვენთან და მარილთან ერთად და შეურიეთ ბროკოლის ბრინჯს.

ბოსტნეული დაჭერით გრძლად. დადეთ ნორის ფურცელი ბამბუკის სახვევში (თუ არ გაქვთ ხელითაც გადაიხვევა). დააყარეთ არასავსე 1 ჭიქა ბროკოლის ბრინჯი და გააბრტყელეთ, ისე რომ ზევით 4-5 სმ სიცარიელე დარჩეს. ქვედა მხარეს ბრინჯს დაადეთ ისპანახის და წიწმატის ფოთოლი, სხვა ბოსტნეული გაანაწილეთ სიგრძეზე, მოაყარეთ სეზამის მარცვლები და გადაახვიეთ. როლი შეგიძლიათ 2, 4 ან 6 ნაჭრად გაჭრათ.

სოუსისთვის ყველა ინგრედიენტი ერთად დააქუცმაცეთ კომბაინში. დაუმატეთ წყალი სასურველი კონსისტენციის მიღებამდე.

ამოავლეთ როლი სოუსში და გემრიელად მიირთვით.

Pin It on Pinterest

 

შეკვეთას 24 საათის განმავლობაში მოგიტანთ.