fbpx
კიტრის ატრია

პორცია:

2

მზადდება:

30 წუთში

ინგრედიენტები

2 ცალი პლანტას შუშა კიტრი

 

დრესინგი

პესტო

¼ ჭიქა პეკანი (ან ნიგოზი)

1 ჭიქა ბაზილი (ან ქინძი)

1 ჭიქა ისპანახი (ან ქეილი)

2 ჩაის კოვზი ლიმონის წვენი

1 ჩაის კოვზი ლიმონის ცედრა

¼ ჩაის კოვზი ვარდისფერი მარილი

მწიკვი პილპილი

1 სუფრის კოვზი საკვები საფუარი (nutritional yeast) ყველისებრი გემოსთვის

2-3 სუფრის კოვზი წყალი (დაბლენდერების გასამარტივებლად)

1 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი (ან კახური ცივად გამოხდილი მზესუმზირის ზეთი)

მომზადების წესი

ავტორი: ანა ტიკარაძე

შუშა კიტრი კანიანად გაატარეთ სპირალაიზერში (სპეციალური მარტივი დანადგარია, რომელიც ატრიად აქცევს კიტრს ან ყაბაყს).

პეკანი მოხალეთ და დაატრიალეთ კომბაინში, მასა ერთგვაროვანი არ უნდა გახდეს.

ბაზილის და ისპანახის ფოთლები გააცალკევეთ ღეროდან, დაჭერით წვრილად და დანარჩენ ინგრედიენტებთან ერთად დააბლენდერეთ (დიდხანს არ ატრიალოთ, რომ მწვანე ფოთლები არ გაშავდეს).

მიღებული მასა შეურიეთ პეკანს.

გასაწყობად პესტოში ამოავლეთ კიტრის ატრია, დადეთ ფიალაზე, შეგიძლიათ დამატებით მოასხათ ზეითუნის ზეთი.

 

ეს ატრია პატარებსაც ძალიან მოეწონებათ, სცადეთ, უამრავ ნუტრიენტს მიიღებენ ამ ერთი კერძით.

უგემრიელესია სახლში გამომცხვარ იტალიურ პურთან ერთად.

 

სასარგებლო თვისებები:

კიტრი – ამცირებს სისხლში ცუდი ქოლესტერინის და შაქრის დონეს.

Pin It on Pinterest

 

შეკვეთას 24 საათის განმავლობაში მოგიტანთ.