fbpx
კივი ქოქოსის “მაწონში”

პორცია:

3

მზადდება:

20 წუთში

ინგრედიენტები

 

 

200გ ქოქოსის „მაწონი“ (შეიძლება ჩაანაცვლოთ სხვა მცენარეული იოგურტით ან რძით)

1 სუფრი კოვზი დამატკბობელი  (ნეკერჩხლის სიროფი ან აგავე)

½  ჩაის კოვზი დარიჩინი

2 სუფრის კოვზი ჩია

1 სუფრის კოვზი სელი (დაფქული)

3 სუფრის კოვზი ბრინჯი (მოხარშული)

3 ცალი კივი

1 სუფრი კოვზი გრანოლა ან მოხალული თხილეული

მომზადების წესი

ავტორი: ანა ტიკარაძე

 

ქოქოსის „მაწონში“ გახსენით დამატკბობელი და დარიჩინი. დაუმატეთ ჩია, სელი და ბრინჯი და შესქელებამდე რამდენჯერმე მოურიეთ 5 წუთიანი შუალედებით.

ორი, შედარებით რბილი, კივი გათალეთ და ჩანგლით ჩაჭყლიტეთ, მესამე კივი კი თხლად დაჭერით.

ასაწყობად ჭიქაში ჩადეთ ჩაჭყლეტილი კივი, თხლად დაჭრილი ნაჭრები ააკარით ჭიქის კედელს და შუაში ჩაასხით „მაწონი“. თუ 30 წუთი მაცივარში შეინახავთ უფრო გასქელდება და კარგი კონსისტენცია ექნება.

მირთმევამდე მოაყარეთ გრანოლა ან მოხალული თხილი.

კივი მდიდარია C, D და E ვიტამინებით. აძლიერებს იმუნიტეტს – შეიცავს ფორთოხალზე მეტ C ვიტამინს. ხელს უწყობს კოლაგენის სინთეზირებას, ამიტომ ძალიან სასარგებლოა კანისა და თმისთვის. კივის უჯრედისის მაღალი შემცველობა ხელს უწყობს საჭმლის მონელებას.

Pin It on Pinterest

 

შეკვეთას 24 საათის განმავლობაში მოგიტანთ.