fbpx
ლაზანია

პორცია:

2

მზადდება:

30 წუთში

ინგრედიენტები

6-8 ცალი კოქტეილ პომიდორი იუმი (საოცრად არომატულია ეს მუქი ფერის პატარა პომიდვრები)

1 ცალი ყაბაყი

½ ჭიქა პესტო

მწიკვი ჰიმაილაის მარილი

პესტო:

1 ჭიქა ბაზილი ან ქინძი

½  ჭიქა პეკანი ან ნიგოზი

½  ჩ.კ. ბეგქონდარა (ნედლი ან გამხმარი)

მწიკვი ჰიმალაის მარილი

1 ს.კ. ლიმონის წვენი

1 ს.კ. ზეითუნის ზეთი

მომზადების წესი

ავტორი: ანა ტიკარაძე

პესტოს მოსამზადებლად პეკანი დააქუცმაცეთ კომბაინში, დაუმატეთ წვრილად დაჭრილი ბაზილი და დანარჩენი ინგრედიენტები.

ყაბაყი გაჭერით შუაზე და თხლად დათალეთ.

პომიდორი დაჭერით თხელ მრგვალ ნაჭრებად.

ლაზანიას ასაწყობად თეფზე დააფინეთ ყაბაყის ნაჭრები, ზევიდან დაადეთ პესტო და პომიდორი, შემდეგ მეორე ფენა – ყაბაყი – პესტო – პომიდორი.

მოაყარეთ ცოტა მარილი.

თუ ლაზანიას თბილად მირთმევა გირჩევნიათ, იგივე ინგრედიენტები შეგიძლიათ გაშალოთ საცხობ თეფშზე და აცხოთ 15წთ. 180 გრადუსზე.

Pin It on Pinterest

 

შეკვეთას 24 საათის განმავლობაში მოგიტანთ.