fbpx
მოცვის ბლინი და გრანოლა

პორცია:

3

მზადდება:

30 წუთში

ინგრედიენტები

6 ბლინისთვის:

1 ცალი ბანანი

1 სუფრის კოვზი შვრიის ფქვილი (დაფქული გერკულესი)

30 გრამი წყალი

½ ჩაის კოვზი

გამაფხვიერებელი (ან სოდა)

1 სუფრის კოვზი მოცვი

მწიკვი მარილი

 

მოცვის გრანოლასთვის:

1 სუფრის კოვზი შვრია

1 სუფრის კოვზი ნუში

1 სუფრის კოვზი ნიგოზი

1 სუფრის კოვზი ქეშიუ

1 სუფრის კოვზი ნეკერჩხლის სიროფი

1 სუფრის კოვზი ქოქოსის ზეთი

მწიკვი მარილი

1 სუფრის კოვზი პლანტას მოცვი

მომზადების წესი

ავტორი: ანა ტიკარაძე

ბლინებისთვის ყველა ინგრედიენტი დააბლენდერეთ. თუ მასა სქელი გამოვა, შეგიძლიათ დაუმატოთ წყალი, ხოლო თუ თხელი გეჩვენათ – გაასქელოთ შვრიით.

კარგად გაცხელებულ ტაფაზე დაასხით ორი სუფრის კოვზი ცომი თითო ბლინისთვის. სასურველია, ტაფა არ იკრავდეს და უზეთოდ შეწვათ. როდესაც ცომს ზემოდან ბუშტები გაუჩნდება, გადმოაბრუნეთ. ცხვება დაახლოებით 1-2 წუთი თითო მხარეს.

გრანოლასთვის თხილეული და შვრია მოხალეთ ტაფაზე. შეგიძლიათ შეურიოთ სხვა თხილეულიც. დაუმატეთ მარილი, ქოქოსის ცხიმი და ნეკერჩხლის სიროფი. ბოლოს შეურიეთ მოცვი, მოურიეთ. გადმოდგით ცეცხლიდან და გააცივეთ.

ბლინები დადეთ თეფშზე, შუაში ჩაუდეთ მოცვი, მოაყარეთ მოცვის გრანოლა. შეგიძლიათ, ასევე მოასხათ ნეკერჩხლის სიროფი ან შოკოლადის მინანქარი. უხდება მომჟავო გემოებიც, მაგალითად, ქეშიუს ყველი ან იოგურტი.

 

სასარგებლო თვისებები:

მოცვი – სავსეა ანტიოქსიდანტებით, კალიუმითა და C ვიტამინით. აქვს ძლიერი ანთების საწინააღმდეგო ეფექტი, ამცირებს გულის და სიმსივნის დაავადებების განვითარების რისკს.

Pin It on Pinterest

 

შეკვეთას 24 საათის განმავლობაში მოგიტანთ.