fbpx
ქლიავის ქრამბლი

პორცია:

4

მზადდება:

40 წუთში

ინგრედიენტები

სველი მასა

• 250გ ქლიავი

• 250გ ვაშლი (შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ ქლიავით)

• 25გ ქოქოსის შაქარი

• 1 სუფრის კოვზი სახამებელი

• ½ ჩაის კოვზი დარიჩინი

• 1 ჩაის კოვზი ვანილის ექსტრაქტი

 

ფხვიერი მასა

• 90გ შვრიის ფქვილი (ან დაბლენდერებული შვრია)

• 60გ ნუშის ფქვილი (ან სხვა ნებისმიერი დაფქული თხილეული)

• 20გ ქოქოსის შაქარი

• 40გ ტაპიოკა (შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ კარტოფილის ან სიმინდის სახამებელით)

• 40გ ქოქოსის ზეთი (გამდნარი)

• 1 ჩაის კოვზი ვანილის ექსტრაქტი

მომზადების წესი

ავტორი: ანა ტიკარაძე

ქლიავი (კურკაგამოცლილი) და ვაშლი დაჭერით პატარა კუბედად და შეურიეთ სველი მასის დანარჩენ ინგრედიენტებს.

ფხვიერი მასის მოსამზადებლად მშრალი ინგრედიენტები ერთად აურიეთ ჯამში, დაასხით ქოქოსის ზეთი და კარგად შეაზილეთ, უნდა მიიღოთ ნამცეცები.

ჯამში (რომლის გამოყენება ღუმელშიც შეიძლება) გაშალეთ ქლიავის და ვაშლის მასა. ზევიდან მოაყარეთ ფხვიერი მასა. შედგით გახურებულ ღუმელში 180-200 გრადუსზე დაახლოებით 30 წუთით ან სანამ ზევიდან გადაიბრაწება.

მიირთვით ცხელი, მომჟაო ქეშიუს კრემ-ყველთან ერთად.

Pin It on Pinterest

 

შეკვეთას 24 საათის განმავლობაში მოგიტანთ.