fbpx

ბავშვი, რომელიც ქეილს ზრდის, ჭამს ქეილს…

[facebook_comments_count]

ავტორი – ანა ტიკარაძე

ივნისი 26, 2021

“If kids grow kale, kids eat kale. if they grow tomatoes, they eat tomatoes. But when none of this is presented to them, if they’re not shown how food affects the mind and the body, they blindly eat whatever’s put in front of them”

Ron Finley

მებაღეობა საუცხოო აქტივობაა ბავშვებისთვის, რომელსაც მრავალმხრივი სარგებელი მოაქვს მათთვის:

  1. აქეზებს ჯანსაღ კვებას – ბავშვი, რომელიც მებაღეობაშია ჩართული, ყოველთვის შეჭამს თავისი შრომით მოწეულ მოსავალს.
  2. აქეზებს ფიზიკურ აქტიურობას – ბავშვმა შეიძლება რამდენიმე საათი გაატაროს მიწის გაფხვიერებაში, კომპოსტის ამორევაში, დარგვა, მორწყვა თუ კრეფაში.
  3. აღვივებს თვითდაჯერებულობას – ბავშვი ხედავს, რომ მის ქმედებას, მართალია გარკვეული დროის შემდეგ, მაგრამ შედეგი მოაქვს.
  4. ავითარებს ანალიტიკურ აზროვნებას და გადაწყვეტილებების მიღების უნარს – ბავშვს უწევს ფიქრი: ჩასარგავად კარგი ადგილია? საკმარისი მზეა? სჭირდება უკვე მცენარეს მორწყვა?
  5. ამშვიდებს – პატარა მებაღე ჰაერზეა, აქტივობაში ჩართულობა მას აძლევს ერთგვარი მედიტირების შესაძლებლობას და მისი ემოციური ფონი უმჯობესდება.

მიხარია, რომ ალეს აქვს საშუალება თავისი თვალით ნახოს სამყაროს სასწაული – მისივე მობნეული პატარა მარცვლებიდან როგორ ამობიბინდა ქეილის ფოთლები. ყველა გავლა-გამოვლაზე აწყვეტს და ასე პირდაპირ ჭამს ამ ნუტრიენტებით სავსე მცენარეს. ალე ვალდორფის ბაღში სწავლობდა, რომლის კურიკულუმში მებაღეობა მნიშვნელოვან ადგილს იკავებს. ფილოსოფოსი რუდოლფ შტაინერი, რომელიც ვალდორფის განათლების სისტემის ფუძემდებელია, ასევე არის ბიოდინამიკური სოფლის მეურნეობის სულისჩამდგმელი. ეს არის ის მიდგომა, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ ჩვენს ბაღში – მცენარეების მრავალფეროვნება, ორგანული კომპოსტი, რაც იძლევა საშუალებას, ქიმიური დანამატების გარეშე, მივიღოთ ჯანსაღი მიწა და, შესაბამისად, ვიტამინებით და მინერალებით მდიდარი პროდუქტი. კონფუცის თქმით, “if your plan is for one year, plant rice. If your plan is for then years, plant trees. If your plan is for one hundred years, educate children”. ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ჩვენ შვილებს შეგვიძლია ვასწავლოთ ეს არის გაცნობიერებულობა (mindfulness), რომელიც მოიცავს თვით და გარემოს სიყვარულს.

namu

551 21 60 30
info@namu.ge

აბაშიძის 24, თბილისი