fbpx

ჩვენ შესახებ

“ნამუ” საქართველოში პირველი მცენარეული კონცეფციის საქმიანობაა, რომელიც მიმართულია ადამიანებისა და სამყაროს კეთილდღეობისაკენ. აქ ერთიანდება ფლექსიტარიუანული კაფე “ნამუ” და კომბუჩას საწარმო “ნამუ ლაბი”.

“ნამუ” 2016 წელს ანა ტიკარაძემ შექმნა. ყველაფერი სახლის სამზარეულოდან დაიწყო – ყოველკვირეული ვახშმის კლუბით, სეზონური რითრითებით, ცივად დაწურული წვენების პროგრამითა და მცენარეული დიეტებით.

“ნამუში” ყველაფერი მზადდება მცენარეული, ცოცხალი ინგრედიენტებით, არ მოვიხმართ რაფინირებულ ხორბლის ფქვილს, შაქარსა თუ ზეთს და არც სუფრის მარილს. უმეტესობა პროდუქტის ცხობის გარეშეა და შენარჩუნებულია ინგრედიენტების სარგებელი.

2019 წელს პატარა საცდელი კაფე გაიხსნა სოლოლაკში. 2022 წლის აპრილში კი ვაკეში თანამედროვე სივრცე გაჩნდა, სადაც, კაფესთან ერთად, ფუნქციონირებს საერთო სამუშაო სივრცეც.

დღეს ჩვენ გუნდში ერთიანდება 20-ზე მეტი არაჩვეულებრივი ადამიანი და ჩვენი პროდუქტი წარმოდგენილია 100-ზე მეტ ობიექტში.

ჩვენ ბოლომდე დავიხარჯებით ჯანსაღი და ამავდროულად გემრიელი პროდუქტის შექმნაში, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანისთვის გავხადოთ ხელმისაწვდომი.

სიყვარულით
ანა ტიკარაძე