პოდკასტი "სულის სამზარეულო"
პოდკასტი “სულის სამზარეულო” მიზნად ისახავს ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელობის წინ წამოწევას. პოდკასტი განკუთვნილია ყველასთვის, განურჩევნლად იმისა, თუ სად იმყოფება პიროვნება კეთილდღეობის გზაზე. აქ საუბარია ჯანსაღ კვებაზე, ძილსა და გაცნობიერებულობაზე, სტრესის მართვის და ბედნიერების ამაღლების ტექნიკებზე, იოგა-მედიტაციაზე და სხვა.
დღეს როგორც არასდროს, ჯანსაღი ცხოვრების თემა ძალზედ მნიშვნელოვანია, ვინაიდან გავრცელებულ დაავადებათა უმეტესობა სწორედ ცხოვრების სტილითაა განპირობებული.
პოდკასტს უძღვებიან ანა ტიკარაძე, მცენარეული კაფე “ნამუს” დამფუძნებელი და პოზიტიური ფსიქოლოგიის დოქტორი და თეიკო ბოკუჩავა – კონსულტანტი პიროვნული განვითარების საკითხებში. პერიოდულად სტუმრად იქნებიან მოწვეული დარგობრივი ექსპერტები.