ვალენტინობა: სიყვარულის დღე

[facebook_comments_count]

ავტორი – ანა ტიკარაძე

February 8, 2026

ლეგენდის თანახმად, ვალენტინი იყო მღვდელი, რომელიც ფარულად ეხმარებოდა შეყვარებულებს დაქორწინებაში მაშინ, როდესაც სიყვარული აკრძალული იყო. წესებისა და შეზღუდვების ეპოქაში მან აირჩია სიმამაცე. აირჩია ურთიერთობა. აირჩია სიყვარული.

საუკუნეების შემდეგაც, ვალენტინობის დღე სწორედ ამავე მარტივ იდეას უკავშირდება — სიყვარულის გააზრებულ არჩევას.

თუმცა სიყვარულს ყოველთვის გრანდიოზული ჟესტები არ სჭირდება, მის გამოსახატად პატარა, გულწრფელი ქმედებებიც საკმარისია – რაიმე გემრიელის გაზიარება და ერთმანეთის კეთილდღეობაზე ზრუნვა.

ნამუში გვჯერა, რომ ყველაზე ლამაზი საჩუქარი ის არის, რომელიც ზრუნავს როგორც სხეულზე, ისე გონებაზე. ნატურალური ინგრედიენტებით შექმნილი ჯანსაღი პროდუქტი: უშაქრო, უგლუტენო და ულაქტოზო ტკბილეული, თხილეულის კარაქები, კომბუჩა – ბუნებრივად ენერგიის მომცემი. ადვილად გასაზიარებელი, გემრიელი და ტკბილი, რისი მირთმევაც სინდისის ქენჯნას არ იწვევს და, რაც მთავარია, სიყვარულით დამზადებული.

რადგან სიტყვარული უფრო მარტივია, როცა თავს კარგად გრძნობ.
ურთიერთობა უფრო ღრმაა, როცა გულწრფელია.
და სიტკბო უფრო გემრიელია, როცა ის გააზრებულია.

ამ ვალენტინობის დღეს გააოცეთ თქვენი საყვარელი ადამიანი — ან საკუთარი თავი — რაღაც განსხვავებულით. ისეთი საჩუქრით, რომელიც მოგიტანთ ენერგიას, სითბოს და სიხარულს.

სიყვარულის დღის აღსანიშნავად, 15 თებერვლამდე, ისარგებლეთ 14%-იანი ფასდაკლებით namu.ge-ზე ნებისმიერ პროდუქტზე. გამოიყენეთ კოდი:

LOVE14

აირჩიე სიყვარული. გააზიარე სიტკბო. იგრძენი განსხვავება.

კომენტარები