ჩვენ შესახებ
ნამუ 2016 წელს დაიწყო ჩემივე სახლში ვახშმების მოწყობით, რასაც მოჰყვა დეტოქსის გასვლითი ღონისძიებები. 2019 წელს გავხსენი პატარა კაფე ძველ თბილისში, ხოლო მოგვიანებით, 2022 წელს, ვაკეში – კაფე და სამუშაო სივრცე.
2025 წლის ივნისში გადავწყვიდე კაფის დახურვა, თუმცა ამით ეს ჯადოსნური მოგზაურობა მხოლოდ უფრო ტკბილი ხდება. ვკონცენტრირდი იმაზე, რაც ყველაზე მეტად მიყვარს: ჯანსაღი, მცენარეული პროდუქტების დამზადება, რომლითაც ადამიანებს შეუძლიათ საკუთარ სახლში დატკბნენ.
ჩემი ყველა საფირმო პროდუქტი — უმი ნამცხვრები, ადაპტოგენური თხილეულის კარაქები, დაძველებული ვეგანური ყველები, კეტო პურები და კრეკერები, შუშხუნა კომბუჩა — დამზადებულია რაფინირებული შაქრის, ხორბლის ფქვილის (გლუტენის), ზეთების და სუფრის მარილის გარეშე.
მიუხედავად იმისა, რომ განათლება პოზიტიურ ფსიქოლოგიაში მაქვს (დოქტორის ხარისხიც კი მაქვს), კვება ყოველთვის ჩემი გატაცება იყო. კულინარიული განათლება და გამოცდილება მივიღე მსოფლიოს სხვადასხვა მხარეს – ბარსელონა, ბერლინი, ლონდონი, ლოს-ანჯელესი, ბალი, პუნტა დელ ესტე.
გადახედეთ ნამუს ონლაინ მაღაზიას და გაიყოლეთ სახლში რაიმე გემრიელი და ჯანსაღი.
სიყვარულით,
ანა