fbpx

ხშირად დასმული კითხვები

რითი გამოირჩევა ნამუს პროდუქცია?

ნამუს პროდუქცია არის მცენარეული/სამარხვო, არ შეიცავს რაფინირებულ შაქარს, რაფინირებულ ზეთს, ცხოველურ პროდუქტს, ხორბალს (გლუტენს), სუფრის მარილს (ვიყენებთ მხოლოდ ჰიმალაის ან ზღვის მარილს). პროდუქციის დიდი ნაწილი არის უმი, არ არის დამუშავებული 42 გრადუსზე მაღალ ტემპერატურაზე და შესაბამისად შენარჩუნებული აქვს პროდუქტის სასარგებლო თვისებები.

რამდენი დღით ადრე უნდა შევუკვეთო?

სასურველია შეკვეთა 24 საათით ადრე მაინც განთავსდეს.

შეიძლება შეკვეთის გაუქმება?

დიახ, 48 საათით ადრე შესაძლოა გააუქმოთ თქვენი შეკვეთა.

შემიძლია ადგილზე მოვაკითხო ჩემს შენაძენს?

რა თქმა უნდა, შეგიძლიათ პროდუქტი აიღოთ ჩვენი კაფედან.

ადგილზე მიტანის სერვისი გაქვთ?

რა თქმა უნდა, ადგილზე მიტანის სერვისი გვაქვს და გთხოვთ იხილოთ პირობები:

  • ცენტრალური უბნები (სოლოლაკი, მთაწმინდა, პლეხანოვი, ორთაჭალა, ვერა, ვაკე, საბურთალო) – უფასო მიტანა 50 ლარის ან ზევით შეკვეთისას.
  • ცენტრალური უბნები (სოლოლაკი, მთაწმინდა, პლეხანოვი, ორთაჭალა, ვერა, ვაკე, საბურთალო) – 5 ლარი 50 ლარამდე შეკვეთისას.
  • გარეუბნები – უფასო მიტანა 100 ლარის ან ზევით შეკვეთისას.
  • გარეუბნები – 5 ლარი 50-99 ლარის ფარგლებში შეკვეთისას.
  • გარეუბნები – 10 ლარი 50 ლარამდე შეკვეთისას.

როდის მომიტანს კურიერი ჩემს შეკვეთას?

შეკვეთის მიღების მაქსიმალური დროა 24 საათი, თუმცა ყველა შეკვეთილი პროდუქტის მზაობის შემთხვევაში, შეკვეთას მალევე მიიღებთ.

შეიძლება მისამართის შეცვლა?

დიახ, დაგვიკავშირდით გამოგზავნამდე და შევცვლით მისამართს.

შესაძლებელია ნამუს პროდუქცია რეგიონში გამოვიწეროთ?

დიახ, საქართველოს ფოსტის საშუალებით შეგვიძლია მხოლოდ გარკვეული (არა მალფუჭებადი) პროდუქტის გამოგზავნა. დაგვიკავშირდით დეტალებისთვის.

შეიძლება ინგრედიენტების შეცვლა?

დიახ, გვითხარით თქვენი სურვილები, ალერგიები და ვეცდებით ალტერნატივა მოვძებნოთ.

შეიძლება ნამცხვარს რამე დააწეროთ?

დიახ, შეგვიძლია ნამცხვრების მორთვა განსაკუთრებული შემთხვევებისთვის.

შემიძლია საჩუქრად გავგზავნო ნამუს პროდუქცია და ბარათი დავურთო?

რა თქმა უნდა, გვითხარით რა გინდათ, რომ მივწეროთ ადრესატს.

namu

551 21 60 30
info@namu.ge

აბაშიძის 24, თბილისი