fbpx

კომბუჩა – ალკოჰოლის ჯანსაღი ალტერნატივა

[facebook_comments_count]

ავტორი – ანა ტიკარაძე

აგვისტო 11, 2022

წარმოიდგინეთ, რომ სადილობთ რესტორანში საყვარელ ადამიანთან ან მეგობრებთან ერთად. შეუკვეთეთ უგემრიელესი კერძები – ველური სოკო შემწვარი ტარხუნით იმფუზირებულ მზესუმზირის ზეთში, სატაცური რეჰანისა და მოხალული გოგრის თესლის პესტოთი. მაგრამ ამ საღამოს თქვენ არ ხართ ალკოჰოლის ხასიათზე. რა ვარიანტებია მენიუში? კოლა, წვენები, ლიმონათები ან სხვა ტკბილი სასმელები? დღეს ალკოჰოლზე უარის თქმა საკმაოდ გავრცელებული პრაქტიკაა – ჯანსაღი ცხოვრების წესი მნიშვნელოვანი გახდა. ბევრი ჩვენგანი, შეგნებულად, უბრალოდ არ „სვამს“ – მეორე დღეს ან იოგა გვაქვს, ან გვინდა შევინარჩუნოთ ორგანიზმში ტუტე-მჟავას ბალანსი, ან უბრალოდ არ გვაქვს მეორე დღეს ნაბახუსევზე გაღვიძების სურვილი. ბევრმა რესტორანმა შეამჩნია ეს ერთგვარი სიცარიელე და მენიუში გააჩინა კომბუჩა, რომელიც ალკოჰოლის სუპერ ალტერნატივაა. მას ბევრი საერთო აქვს კარგი ხარისხის თეთრ ღვინოსთან, აქვს ფერმენტაციის მდიდარი არომატი, წააგავს ცქრიალა შარდონეს ან მსუბუქ პროსეკოს. ალკოჰოლს თავისთავად გემო არ აქვს – ღვინოსა თუ ვისკის არომატს აძლევს ფერმენტაცია, რომელიც კომბუჩას შემთხვევაშიც ხდება, უბრალოდ, საბოლოო პროდუქტში ალკოჰოლი არ არის.

კომბუჩა, ახლა უკვე, გვხვდება მიშლენის ვარსკვლავის ბევრ რესტორანში. კომპლექსური არომატით და ტკბილ-მჟავე გემოს კომბინაციით, ის, ღვინის მსგავსად, კარგად ერწყმის სხვადასხვა კერძს. სომელიეების მოსაზრებით, კომბუჩა ხსნის ახალ რეცეპტორებს და კერძებთან კომბინაციის შესაძლებლობები უსაზღვროა. იდეალურ შემთხვევაში, კომბუჩა უნდა მიირთვათ ჩაციებული თეთრი ღვინის ჭიქით. მაგალითად, მსუბუქი კომბუჩა შესანიშნავია სალათებთან, ხილთან ან აზიურ კერძებთან. უფრო ძლიერი, უფრო მეტად დამჟავებული კომბუჩა – კარგად ერწყმის მძიმე და ცხარე საკვებს.

კომბუჩა ასევე შესანიშნავი ბაზაა კოქტეილების შესაქმნელად – იქნება ეს სტანდარტული, მცირედი ალკოჰოლიანი თუ უალკოჰოლო სასმელები. შაქრის დაბალი შემცველობისა და მაღალი მჟავიანობის წყალობით, კომბუჩა აძლიერებს ჯინის, ვისკის, რომისა და სხვა ალკოჰოლური სასმელების არომატს.

ასე რომ, რესტორნებისთვის, რომლებიც ეძებენ გზას გააუმჯობესონ მენიუ დაბალი ან უალკოჰოლო შეთავაზებებით, კომბუჩა შესანიშნავი გამოსავალია. მას შეუძლია მარტივად და ეფექტიანად ჩაანაცვლოს შამპანური, ღვინო თუ ლუდი.

namu

551 21 60 30
info@namu.ge

აბაშიძის 24, თბილისი