2026 წლის 7 იანვარს აშშ-ის მთავრობამ წარადგინა დიდი ხნის ნანატრი განახლება ოფიციალურ საკვებ პირამიდაში: გზავნილი მარტივია:
ნაკლები შაქარი, ნაკლები რაფინირებული ნახშირწყლები და მეტი ნამდვილი საკვები — მისი ბუნებრივი ფორმით.
ამ წელს შობა ამერიკის შეერთებულ შტატებში გავატარე. დავესწარი წვეულებებს, ღონისძიებებს, ვესტუმრე სხვადასხვა კაფე-რესტორანს. გულწრფელად რომ ვთქვა — კვების მხრივ გადარჩენა რთული იყო.
საითაც არ უნდა გამეხედა, ყველგან ერთი და იგივე სურათი მხვდებოდა:
-
დამუშავებული და შეფუთული პროდუქტები
-
შაქრიანი სასმელები
-
უსასრულო რაოდენობის ტკბილეული, ნამცხვრები და დესერტები
-
პური, რომელიც ავტომატურად მოაქვთ ყველა რესტორანში (იციან, რომ სისხლში შაქრის დონე მოგემატება და მეტს შეჭამ)
რატომ არის ეს მნიშვნელოვანი ამერიკის ფარგლებს მიღმაც
აშშ გლობალური ტენდენციების შემქმნელია. მისი კვებითი ჩვევები, პროდუქტები და ნარატივები ძალიან სწრაფად ვრცელდება — და, რა თქმა უნდა, ჩვენამდეც მოღწეულია. ის, რაც ამერიკაში ვნახე, დღეს თითქმის ყველგან ნაცნობი სურათია: იგივე შეფუთული სნეკები, ტკბილი სასმელები, რაფინირებული ფქვილით და შაქრით სავსე ტკბილეული.
სწორედ ამიტომ აქვს ამ ცვლილებას გლობალური მნიშვნელობა.
რატომ იყო ნამუ სწორ გზაზე
2016 წლიდან ნამუში ვქმნით:
-
დესერტებს, რომლებიც ბუნებრივად არის დამტკბარი ფინიკით, ბანანით თუ ქოქოსით და არ აქვს რაფინირებული შაქარი და ფქვილი
-
ჯანსაღ ცხიმებზე დაფუძნებულ თხილეულის კარაქებს — საკვები ნივთიერებებით მდიდარს, დანამატების გარეშე
-
ფერმენტირებულ პროდუქტებს, როგორიცაა კომბუჩა და ქეშიუს კრემ-ყველი, რომლებიც ხელს უწყობენ ნაწლავების ჯანმრთელობას
ის, რომ დღეს აშშ-ის მთავრობა ოფიციალურად გვირჩევს იმას, რასაც ჩვენ წლებია ვაკეთებთ, ერთგვარი ვალიდაციაა:
ეს არ იყო ნიშური იდეა — უბრალოდ მოვლენებს წინ ვუსწრებდით.
დაბრუნება საკვების ბუნებრივ ფორმასთან
ახალი საკვები პირამიდა სწორედ იმას გვახსენებს, რაც დავკარგეთ:
-
ნამდვილი, მინიმალურად დამუშავებული საკვები
-
ჯანსაღი ცხიმები შიშის გარეშე
-
ნაკლები შაქარი და რაფინირებული ნახშირწყლები
-
სიტკბო, რომელიც ბუნებიდან მოდის და არა ქარხნებიდან
თუ ტკბილი მოგვინდა — ვჭამთ ხილს.
თუ დესერტი მოგვინდა — ვატკბობთ ხილით და არა გლუკოზის სიროფით, თეთრი შაქრით ან ხელოვნური შემცვლელებით.
ეს შეზღუდვა არ არის.
ეს საღ აზრთან დაბრუნებაა.
იმედისმომცემი ცვლილება
გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ ეს ახალი რეკომენდაციები ხელს შეუწყობს საკვების ბუნებრივ ფორმასთან დაბრუნებას,
ნამუსთვის ყოველთვის ეს იყო ძირითადი საყრდენი იდეა. მადლიერები ვართ, რომ მსოფლიო საბოლოოდ იმავე მიმართულებით იწყებს მოძრაობას.
ნამდვილი საკვები. ნაკლები შაქარი. ჯანსაღი ცხიმები.
ეს აღარაა ტრენდი — ეს არის კვების სწორი გზა.
თქვენ რა აზრის ხართ ამერიკის კვების ახალ პირამიდაზე?


