საჩუქრის შერჩევა და გაცემა შესაძლოა იყოს ძალზედ სასიამოვნო და ამავდროულად მარტივიც. უკვე აირჩიეთ საახალწლო საჩუქრები? წელს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, მხარი დაუჭიროთ მცირე და ადგილობრივ ბიზნესებს. ასევე, გაითვალისწინეთ, რომ თქვენი საჩუქარი იყოს ეთიკური, არ ემატებოდეს ნაგავსაყრელს და მისი წარმოებისთვის არ იყოს სისასტიკე გამოყენებული. დაფიქრდით შეფუთვაზეც – იქნებ უბრალოდ გამოტოვოთ ეს ნაბიჯი? საჩუქარი ზურგს უკან დაიჭირეთ და მიმღებს სიყვარულით და ღიმილით გაუწოდეთ. ან თუ მაინც გსურთ შეფუთვა, გამოიყენეთ ფუროშიკი – იაპონური შეფუთვის მეთოდი და საჩუქარი გადაახვიეთ ნაჭერში, რომელიც აღარ გჭირდებათ.
გიზიარებთ საჩუქრის რამდენიმე ვარიანტს:
- საკვები ფანტასტიური საჩუქარია – ეს არის შესანიშნავი გზა მზრუნველობის გამოსახატავად. თუ იცით, რომელია საჩუქრის მიმღების საყვარელი ტკბილეული, გაავსეთ ყუთი და მიართვით. ჯანსაღი, უგემრიელესი ტკბილეული შეგიძლიათ შეიძინოთ ჩვენს ვებ-მაღაზიაში. თუ 100%-ით დარწმუნებული არ ხართ საჩუქრის მიმღების გემოვნებაში – გოზინაყი ურჩევნიათ თუ თხილის ფერერო, გაუგზავნეთ სასაჩუქრე ბარათი და დარწმუნებული იყავით, რომ მიმღები დატკბება დაგემოვნების ყოველი მომენტით, მიიღებს ჯანსაღ ნუტრიენტებს ყოველგვარი სინდისის ქენჯნის გარეშე.
- ხელნაკეთი თავის მოვლის საშუალებები და მინერალები, ასევე, შესანიშნავი საჩუქარია. დაათვარიეელეეთ ლუნას ვებმაღაზია საჩუქრის შესარჩევად.
გმადლობთ მხარდაჭერისთვის და ისიამოვნეთ საჩუქრების გაცემით.
სიყვარულით და მადლიერებით
ანა

