fbpx

სუპერსაკვები და აფროდიტული საუზმის რეცეპტი

[facebook_comments_count]

ავტორი – ანა ტიკარაძე

იანვარი 11, 2021

2021 წელი მინდა დავიწყო 5️⃣ საოცარი საკვების შესახებ ინფორმაციის გაზიარებით, რომლებიც სექსუალურ სუპერ საკვებად ითვლება და მათი უმეტესობა ამ პერიოდში სეზონურია.

გოგრის თესლი – აძლიერებს ლიბიდოს როგორც მამაკაცებში, ასევე ქალებში. გაჯერებულია ჯანსაღი საკვები ნივთიერებებით – მცირე ულუფაც კი გთავაზობთ ვიტამინების, ანტიოქსიდანტების და ჯანმრთელი ცხიმოვანი მჟავების მნიშვნელოვან რაოდენობას. ეს არის თუთიას შესანიშნავი წყარო, რომელიც ხელს უწყობს პროსტატის ჯანმრთელობას და ასევე ზრდის ტესტოსტერონის დონეს.

შტოში – გაჯერებულია A ვიტამინით და C ვიტამინით. ეს უკანასკნელი ხელს უწყობს სისხლის ნაკადის გაძლიერებას და, შესაბამისად, დადებითად მოქმედებს სექსუალურ ჯანმრთელობაზე.

ბროწეული – ნაყოფიერების სიმბოლო, უძველესი დროიდან ბუნებრივ აფროდიზიაკად ითვლება. ბროწეულში თავისუფალი რადიკალების საწინააღმდეგო ანტიოქსიდანტები აუმჯობესებს ორგანიზმში ჟანგბადის ნაკადს, რაც დადებითად მოქმედებს სისხლის მიმოქცევაზე.

ტაჰინი – სეზამის პასტა. სეზამის თესლი აძლიერებს ქალის ლიბიდოს და, ასევე, სპერმის მოძრაობას. მდიდარია ანტიოქსიდანტებით, თუთიით, B და E ვიტამინებით, მაგნიუმით, რკინით და კალციუმით.

ნუში – მდიდარია თუთიით, სელენით, E ვიტამინით, რომელიც აძლიერებს ლიბიდოს. ასევე, ზრდის ენერგიას B6 ვიტამინის წყალობით.

აი გიზიარებთ რეცეპტს, სადაც ხუთივე ინგრედიენტი გამოყენებულია. სწორედ ეს არის ჩემი ბოლო პერიოდის სტანდარტული საუზმე ?.

სექსუალური სუპერფუდის ფაფა

30გ შვრია

250გ ნუშის რძე

1 სუფრის კოვზი ტაჰინი

მწიკვი მარილი

ადუღეთ დაბალ ცეცხლზე 3-5 წუთის განმავლობაში და მორთეთ მოხალული გოგრის თესლით, ნედლი ან გამომშრალი შტოშით და ბროწეულის მარცვლებით.

სიყვარულით და მადლიერებით

ანა

namu

551 21 60 30
info@namu.ge

აბაშიძის 24, თბილისი