fbpx
სატაცურის ჰუმუსი

პორცია:

2-4

მზადდება:

15 წუთი

საკვების ტიპი:

სპრედი

ინგრედიენტები

  • 250გ მუხუდო (მოხარშული)
  • 250გ სატაცური
  • 1 ს.კ. ტაჰინი
  • 1 ცალი ლიმონი წვენი და ცედრა
  • 1 ჩ.კ. მარილი
  • ½ კბილი ნიორი (შეგიძლიათ გამოტოვოთ)
  • ½ ჩ.კ. ძირა
  • 2 ს.კ. მუხუდოს ნახაში წყალი
  • 2 ს.კ. ზეითუნის ზეთი
  • დაღერღილი წიწაკა მოსაყრელად

მომზადების წესი

  • 250გ მოხარშული მუხუდო რომ მიიღოთ დაახლოებით 100გ ჩაალბეთ მთელი ღამით წყალში და მოხარშეთ 1-2 საათის განმავლობაში, უნდა დარბილდეს და ხელში ადვილად მოიჭყლიტოს.
  • აადუღეთ წყალი და ჩაყარეთ სატაცური 2-3 წუთით (ძირითადად ღეროს ზედა მაგარი ნაწილები, გაყვავილებული მხარე შეგიძლიათ გამოაცხოთ ღუმელში და ისე მიირთვათ). ამოიღეთ მდუღარედან და ჩაყარეთ წინასწარ მომზადებულ ყინულიან ჯამში, რომ შეჩერდეს ხარშვის პროცესი და სატაცურმა შეინარჩუნოს ნუტრიენტები და ხასხასა ფერი.
  • ყველა ინგრედიენტი ერთად დააბლენდერეთ.

შეგიძლიათ სატაცურის ჰუმუსი წაუსვათ პურს, მიაყოლოთ ბოსტნეულს ან სალათს.

ამ სეზონის საგანძურია სატაცური, რომელიც მხოლოდ რამდენიმე კვირა გვაქვს, ამიტომ რაც შეიძლება ხშირად უნდა მივირთვათ. სატაცური მდიდარია უჯრედისით, მასში უხვადაა კალიუმი, თიამინი, ვიტამინი B6 და ფოლიუმი. ბევრი კერძი შეიძლება მომზადდეს სატაცურით, მაგრამ სატაცურის ჰუმუსი ჩემი ფავორიტია – კლასიკურ ჰუმუსს ხდის მსუბუქს, აძლევს ხასხასა მწვანე ფერს და არაჩვეულებრივ გემოს.

Pin It on Pinterest

 

შეკვეთას 24 საათის განმავლობაში მოგიტანთ.