fbpx
პამიდვრის მაფინები

პორცია:

12

მზადდება:

60 წუთი

ინგრედიენტები

მშრალი ინგრედიენტები
50გ მწვანე წიწიბურა დაფქული
50გ ბრინჯი დაფქული
50გ ფეტვი დაფქული
30გ ნუშის ფქვილი
20გ ქოქოსის ფქვილი ან სახამებელი (ორივე კარგია ცომში სითხის ამოსაშრობად)
1ჩკ სოდა
1ჩკ გამაფხვიერებელი
1ჩკ სუმაკი (ან რაიმე სხვა სუნელი სურვილისამებრ)
½ჩკ მარილი

სველი ინგრედიენტები
2სკ სელი დაფქული + 6სკ წყალი, გააჩერეთ 10წთ რომ შესქელდეს
250გ წყალი
50გ ზეითუნის ზეთი
1ც ლიმონის ცედრა და წვენი
1 ცალი ყაბაყი გახეხილი

1 ჭიქა ჩერი პამიდორი ოთხად გაჭრილი
1 მუჭი ბაზილი დაჭრილი

მომზადების წესი

მშრალი ინგრედიენტები აურიეთ ჯამში, დაუმატეთ სველი ინგრედიენტები და მოზილეთ ცომი.
შეურიეთ ჩერი პამიდორი და შაშკვლავი. ცომი ჩადეთ სილიკონის ფორმებში და გამოაცხვეთ ღუმელში 180-200 გრადუსზე, 20-30 წუთით. შეგრილებულ მაფინს წაუსვით ქეშიუს კრემ-ყველი ან უბრალოდ გადაასხით ზეითუნის ზეთისა და ძმრის ნარევი, მორთეთ ჩერი პომიდვრებითა და შაშკვლავის ფოთლებით.