fbpx
შაშკვლავის კოქტეილი

პორცია:

6

მზადდება:

40 წუთი

ინგრედიენტები

1 ც. კიტრი, დაჭრილი
¼ ჭ. ლაიმის წვენი (2-3 ცალი ლაიმი)
¼ ჭ. შაშკვლავი
1 ლ წყალი (ან მწვანე ჩაი)
2 ს.კ. აგავე ან ქოქოსის შაქარი
ყინული
გაზიანი წყალი (ან კომბუჩა)

მომზადების წესი

ქვაბში მოათავსეთ დაჭრილი კიტრი, ლაიმის წვენი (ლაიმის კანიც ჩეგიძლიათ ჩააგდოთ, თუმცა ეს სასმელს სიმძაფრეს და სიმწარეს მისცემს), შაშკვლავი, დამატკბობელი და წყალი.
წამოდუღდეს და იდუღოს დაბალ ცეცხლზე 10-15 წუთი.
გადმოდგით და გააგრილეთ.
საწურით ან მარლით გადაწურეთ სითხე ჯამში, პროდუქტი კარგად გამოწურეთ, რომ ბოლომდე გამოუვიდეს წვენი. სითხე ჩაასხით ბოთლში და შეინახეთ მაცივარში.

სერვირებისას ჭიქაში ჩაყარეთ ყინული, დაასხით მიღებული სითხე, თუ მძაფრია, დაუმატეთ გაზიანი წყალი (ან კომბუჩა). შეგიძლიათ დაუმატოთ შაშკვლავის ფოთოლი და კიტრისა და ლაიმის თხელი ნაჭრები.