fbpx
კიტრის ნავები

პორცია:

2

მზადდება:

45 წუთი

ინგრედიენტები

• 2 ცალი კიტრი
• 100გ მუხუდო (მოხარშული)
• 100გ ბრინჯი (მოხარშული)
• 1 ს.კ. ზეითუნის ზეთი
• ½ ჩ.კ. ქარის ფხვნილი
• მარილი და პილპილი
• ქინძი მოსართავად

დრესინგი

• 2 ს.კ. ტაჰინი
• 1 ს.კ. ვაშლის ძმარი
• 1 ს.კ. აგავე ან ფინიკის სიროფი
• ½ ჩ.კ. ძირა
• 2 ს.კ. წყალი

მომზადების წესი

გაახურეთ ღუმელი 200 გრადუსზე.
მოხარშული მუხუდო მოათავსეთ საცხობ ფირფიტაზე, მოასხით ზეთი, მოაყარეთ მარილი, პილპილი და ქარის ფხვნილი. გამოაცხვეთ 20 წუთის განმავლობაში.

დრესინგისთვის ფიალაში აურიეთ ყველა ინგრედიენტი. ნელ-ნელა დაუმატეთ წყალი სასურველი კონსისტენციის მიღებამდე.

კერძის ასაწყობად, კიტრი გაჭერით ჯერ სიგრძეზე და შემდეგ შუაზე, რომ მიიღოთ 4 ნავის ფორმის ნაჭერი. კოვზით ამოცალეთ თესლები. კიტრის ნაჭრები შეაშრეთ ქაღალდით. თითო ნაჭერში ჩადეთ დაახლოებით 2 ჩ.კ. ბრინჯი და ხელით ჩაპრესეთ. მოაყარეთ გამომცხვარი, ხრატუნა მუხუდო, მოასხით დრესინგი და მორთეთ მწვანილებით.