მარწყვის ნაყინი
პორცია:
4
მზადდება:
15 წუთი
საკვების ტიპი:
დესერტი
ინგრედიენტები
ნაყინი:
- 500გ მარწყვი
- 500გ ქოქოსის რძე
- 1 ს.კ. ვანილის ექსტრაქტი
- 2 ს.კ. დამატკბობელი (ერითრითოლი ან აგავე)
- 1 ს.კ. ქოქოსის ზეთი
ჯემი:
- 100გ მარწყვი
- 1 ს.კ. ქოქოსის შაქარი
- 1-2 ს.კ. წყალი (თუ მარწყვმა არ გამოუშვა საკმარისი სითხე)
მომზადების წესი
ჯემი
- ჯემის ინგრედიენტებს წამოვადუღებთ (უმჯობესია ჯემი წინა საღამოს დამზადდეს)
- დარბილებული მარწყვი ჩავზილოთ
- შეგრილებული მასა, შევდგათ მაცივარში.
ნაყინი
- ნაყინისთვის მარწყვს ვყინავს წინა საღამოს (ასე უფრო ჩქარა კეთდება ნაყინი)
- ვაბლენდერებთ ნაყინის ინგრედიენტებს და ვასხამთ ნაყინის აპარატში. თუ ნაყინის აპარატი არ გაქვთ, ჩაასხით კონტეინერში, შედგით თავდახურული საყინულეში და 30 წუთში ერთხელ ამოურიეთ, რომ არ გაიჩინოს ყინულის კრისტალები.
- ნაყინის აპარატიდან კონტეინერში გადმოიტანეთ და შეურიეთ ჯემი. თუ ნაყინის აპარატის გარეშე აკეთებთ, საყინულეში პირველი 30 წუთის შემდეგ შეურიეთ ჯემი. ჯემის სტრუქტურა უნდა იგრძნობოდეს და ძირითად მასაში ბოლომდე ჩაკარგული არ უნდა იყოს.
გაითვალისწინეთ, ვეგანური ნაყინი უფრო მეტ ყინულს იკეთებს, ამიტომ უმჯობესია მხოლოდ 2-3 საათი გაყინოთ. თუ დიდხანს იქნება საყინულეში, გამოიღეთ 10-15 წუთი და ოდნავ რომ შერბილდება, შემდეგ მიირთვით.