fbpx
ავოკადოს ტოსტი

პორცია:

1

მზადდება:

5 წუთი

ინგრედიენტები

• 2 ნაჭერი პური
• ½ ავოკადი
• მწიკვი ჰიმალაის მარილი
• 1 ჩ.კ. ზეითუნის ზეთი
• 1 ჩ.კ. ლიმონის წვენი
• 3 ც. ჩერი პომიდორი
• მიკრომწვანილი (გასაფორმებლად)

მომზადების წესი

გახუხეთ პური ტოსტერში.აუცილებლად შეარჩიეთ მწიფე, რბილი ავოკადო. გაჭერით შუაზე და რომელ ნაწილსაც კურკა შერჩება ის შეინახეთ (უკეთ ინახება). მეორე ნაწილიდან კოვზით ამოიღეთ ავოკადო და პატარა ფიალაში ჩანგლით ჩაჭყლიტეთ. დაუმატეთ მწიკვი მარილი, ზეითუნის ზეთი და ლიმონის წვენი.

გახუხულ პურზე დადეთ დაჭყლეტილი ავოკადო, ზემოდან დაადეთ შუაზე გაჭრილი პატარა ფერადი ჩერი პომიდორი (არაფერი შეედრება მათ გემოს).

შეგიძლიათ მორთოთ მიკრო მწვანილით ან ქინძის ფოთლებით. ასევე, შეგიძლიათ მოაფქვიოთ პილპილი.