გამომცხვარი ვაშლი
პორცია:
3
მზადდება:
25 წუთი
საკვების ტიპი:
საუზმე, დესერტი
ინგრედიენტები
- 3 ცალი ვაშლი
შიგთავსი
- ½ ჭიქა შვრია
- 2 ს.კ. ქოქოსის ფანტელი
- 1 ს.კ. ნეკერჩხლის სიროფი
- 1 ჩ.კ. დარიჩინი
- 2 ს.კ. ქოქოსის ზეთი
კრემი
- ½ ჭიქა მცენარეული რძე (ქოქოსი, ნუში ან სოიო)
- 1 ს.კ. ნეკერჩხლის სიროფი
- ვანილი
- ¾ ს.კ. სახამებელი
- 2 ს.კ. წყალი
მომზადების წესი
- ვაშლს მოაჭერით თავი და ამოაჭერით გული, რომ ღრმული გაკეთდეს
- ჯამში აურიეთ შიგთავსის ინგრედიენტები
- შიგთავსი ჩაუდეთ ვაშლს ამოჭრილში
- გამოაცხეთ 180 გრადუსზე (გახურებულ ღუმელში) 15 წუთი ან ვიდრე დარბილდება
- კრემისთვის სახამებელი გახსენით ცივ წყალში და დანარჩენ ინგრედიენტებთან ერთად წამოადუღეთ, რომ შესქელდეს
- მოასხით კრემი გამომცხვარ ვაშლს და ისიამოვნეთ