fbpx
ჭარხლის სმუზი

პორცია:

1

მზადდება:

15 წუთი

საკვების ტიპი:

საუზმე, დესერტი

ინგრედიენტები

  • 250გ ქოქოსის რძე
  • 50გ ჭარხალი (გახეხილი)
  • 200გ ჟოლო (გაყინული)
  • 1 ს.კ. ლიმონის წვენი
  • 1/8 ჩ.კ. მარილი

მომზადების წესი

ქოქოსის რძე და ჭარხალი დავაბლენდეროთ. დავუმატოთ ჟოლო, ლიმონის წვენი და მწიკვი მარილი. ყინული დაუმატეთ სურვილისამებრ, გაყინული ჟოლო სასმელს ისედაც გააცივებს.
სასიამოვნოდ გამაგრილებელი და ვიტამინებით სავსე სასმელი მზადაა!

ეს საოცარი ფერის სასმელი დახუნძლულია სასარგებლო ნივთიერებებით. სტანდარტული სმუზისგან განსხვავებით, არ შეიცავს ბანანს, თუმცა ქოქოსის რძის წყალობით მაინც კრემისებრი და ნოყიერია. ჟოლოსა და ჭარხლის კომბინაცია არა მხოლოდ იდეალურ ფერს იძლევა, არამედ ძალიან კარგია სისხლისთვის, შეიცავს რა დიდი ოდენობით რკინას. ორგანიზმმა რომ რკინა შეითვისოს, საჭიროა ის C ვიტამინთან ერთად მივიღოთ – ამ სასმელში ეს ქოქოსის რძეა.