fbpx
სტაფილოს ფრიტატა

პორცია:

1

მზადდება:

20 წუთი

საკვების ტიპი:

საუზმე, სადილი

ინგრედიენტები

  • 1 სტაფილო
  • ½ ჭიქა კომბოსტო
  • ½ ჭიქა ისპანახი
  • ½ ტკბილი წიწაკა
  • ¼ ჭიქა ფქვილი (ნებისმიერი – ხორბალი, ჭვავი, მუხუდო, ნუში)
  • ½ ჩ.კ. სვანური მარილი
  • ½ ჭიქა წყალი

 

ფინიკის ჩატნი

  • 2 ცალი ფინიკი
  • 2 ს.კ. ძმარი
  • 2 ს.კ. სოიოს სოუსი

 

1 ჩ.კ. ზეითუნის ზეთი – ტაფაზე მოსასმელად

მომზადების წესი

  • დახეხეთ სტაფილო
  • კომბოსტო დახეხეთ ან წვრილად დაჭერით (შეგიძლიათ გამოიყენოთ, როგორც თეთრი, ასევე, იასამნისფერი კომბოსტო, ან ორივე ერთად)
  • ტკბილი წიწაკა დაჭერით წვრილად
  • ჯამში აურიეთ ბოსტნეული, ფქვილი და სუნელები. დაასხით წყალი და მოურიეთ
  • გახურებულ ტაფას მოუსვით ზეთი და ბოსტნეულის მასა შეწვით როგორც ბლინები
  • ჩასაწობისთვის კურკაგამოცლილი ფინიკი დაალბეთ წყალში და დააბლენდერეთ დანარჩენ ინგრედიენტებთან ერთად
  • დაბრაწული ბლინი ჩააწეთ ფინიკის ჩატნიში და გემრიელად მიირთვით.