ფეტვის პური
პორცია:
10
მზადდება:
80 წუთი
საკვების ტიპი:
პურეული
ინგრედიენტები
მშრალი ინგრედიენტები:
- 250გ ფეტვის ფქვილი (დაფქული ფეტვის მარცვალი)
- 2 ს.კ. სელი (დაფქული)
- ½ ჩ.კ. ჰიმალაის მარილი
- ½ ჩ.კ. გამაფხვიერებელი
სველი ინგრედიენტები:
- 200გ სოიოს რძე
- 2 ს.კ. ზეითუნის ზეთი
- 1 ჩ.კ. ვაშლის ძმარი
მომზადების წესი
- მშრალი ინგრედიენტები აურიეთ ჯამში
- ცალკე ჯამში შეურიეთ სველი ინგრედიენტები
- ბოლოს მშრალ ინგრედიენტებს დაასხით მიღებული სითხე და მოზილეთ ცომი
- დაასვენეთ ცომი 15 წუთით
- პურის ფორმას ფუნჯით წაუსვით ზეთი
- გაახურეთ ღუმელი
- 180-200 გრადუსზე გამოაცხეთ 1 საათის განმავლობაში
- დაჭრამდე აუცილებლად შეაგრილეთ.