კიტრის პიკული
პორცია:
8
მზადდება:
10 წუთი
საკვების ტიპი:
ფერმენტირებული
ინგრედიენტები
- 300გ მინი კიტრი
- ½ ცხარე წიწაკა
- ½ კბილი ნიორი
- ½ ჩ.კ. ქინძის ან მდოგვის თესლი
- 1 ცალი დაფნის ფოთოლი
- 1 ჩ.კ. ჰიმალაის მარილი
- 1:1 პროპორციით ძმარი + წყალი ქილის შესავსებად

მომზადების წესი
- კარგად გარეცხილ ქილას, გამოავლეთ მდუღარე წყალი სტერილიზაციისთვის
- კიტრები გარეცხეთ, შუაზე გაჭერით და მოათავსეთ ქილაში ვერტიკალურად
- წიწაკა გაჭერით შუაზე, გამოაცალეთ თესლები და ნახევარი ჩადეთ ქილაში
- ნიორი, თესლები და დაფნაც ჩადეთ ქილაში
- ქილა შეავსეთ ძმრითა და წყლით თანაბარი პროპორციით
- დაახურეთ თავზე და გააჩერეთ 24-48 საათი.