fbpx
ანანასის გასპაჩო

პორცია:

2

მზადდება:

20 წუთი

ინგრედიენტები

• 1 ჭიქა ოთხკუთხედებად დაჭრილი კიტრი
• 1 ჭიქა ოთხკუთხედებად დაჭრილი ანანასი
• ½ ცალი ოთხკუთხედებად დაჭრილი ტკბილი მწვანე წიწაკა
• ½ ჭიქა ანანასის ახლად დაწურული წვენი
• ¼ ჭიქა ნიახურის ღეროს ახლად დაწურული წვენი
• 1 სუფრის კოვზი ლაიმის ან ლიმონის წვენი
• მწიკვი მარილი

მომზადების წესი

პატარა ოთხკუთხედებად დაჭერით კიტრი, ანანასი და ტკბილი მწვანე წიწაკა.

გამოწურეთ ანანასისა და ნიახურის ღეროების წვენი.

ყველა ინგრედიენტი დაატრიალეთ კომბაინში იმგვარად, რომ ერთგვაროვანი არ გახდეს (თითო სუფრის კოვზი დაჭრილი კიტრი და ანანასი შეინახეთ მოსართავად).

მიღებული მასა ჩაასხით ფიალაში.მორთეთ კიტრისა და ანანასის ნაჭრებით და მწვანე ფოთლებით (შეიძლება ნიახური, ბარამბო, ტარხუნა, პიტნა). ასევე, შეგიძლიათ მოასხათ ცოტაოდენი ცივად დაწურული ზეთი.