წითელი აჯიკა
პორცია:
300გ
მზადდება:
20 წუთი
საკვების ტიპი:
საცხი
ინგრედიენტები
250გ წითელი ცხარე წიწაკა
50გ ნიგოზი
1 კბილი ნიორი
1 ჩ.კ. ხმელი ქინძი
1 ჩ.კ. უცხო სუნელი
1 ჩ.კ. ყვითელი ყვავილი
1 ჩ.კ. მარილი
მომზადების წესი
წითელი ცხარე წიწაკა გაჭერით შუაზე და გაასუფთავეთ თესლებისგან. დაჭერით დიდ ნაჭრებად და ჩოპერში დააქუცმაცეთ ყველა ინგრედიენტთან ერთად, სანამ არ მიიღებთ ერთიან მასას.
ჩაასხით ქილაში და შეინახეთ მაცივარში.
საკმაოდ ცხარეა. შეგიძლიათ გაურიოთ მაიონეზს, ტაჰინს ან ზეითუნის ზეთს და მიიღებთ ძალიან არომატულ დრესინგს. იდეალურია საჭმელებშიც.