fbpx
წითელი წვნიანი

პორცია:

2

მზადდება:

60 წუთი

საკვების ტიპი:

წვნიანი, სოუსი

ინგრედიენტები

• 2 ცალი წითელი ტკბილი წიწაკა
• 2 ცალი პატარა პამიდორი
• ¼ ხახვი
• 1 კბილი ნიორი
• 1 ს.კ. ლიმონის წვენი
• 150გ წყალი
• 2 ს.კ. ზეითუნის ზეთი
• მარილი და პილპილი გემოვნებით
• 2 ჩ.კ. ქეშიუს ყველი
• შაშკვლავის რამდენიმე ფოთოლი მოსართავად

მომზადების წესი

გაახურეთ ღუმელი 200 გრადუსზე.

დაჭერით წიწაკა დიდ ნაჭრებად და მოათავსეთ საცხობ ფირფიტაზე ნიორთან ერთად. მოასხით ზეთი და მოაყარეთ მარილი და პილპილი. აცხვეთ ღრუმელში დაახლოებით 40 წუთის განმავლობაში.

წვრილად დაჭრილი თეთრი ხახვი მოხრაკეთ ცოტა ზეთში. დაუმატეთ ღუმელში გამომცხვარი წიწაკა და ნიორი, დაჭრილი პომიდორი და წყალი. იდუღოს დაბალ ცეცხლზე 5-10წთ. დააბლენდერეთ. დაუმატეთ მარილი და პილპილი გემოვნებით.

დაბლენდერებულს დაუმატეთ ლიმონის წვენი, მოურიეთ და ჩაასხით ფიალებში. თითოეულ პორციას ზემოდან დაუმატეთ ქეშიუს ყველი და მორთეთ შაშკვლავის ფოთლებით.